უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ოქტომბერი, 2017 17:45
font-size

ოხ, ეს ოხანაშვილი, თავსატეხად მექცა მისი სიძეობა - მეუფე დიმიტრი

„ოხ, ეს ოხანაშვილი, თავსატეხად მექცა მისი სიძეობა“, - ასეთი რეაქცია ჰქონდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტ დიმიტრის პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსზე, სოსო ოხანაშვილზე დასმულ შეკითხვაზე.

მეუფე დიმიტრიმ ხაზი გაუსვა ოხანაშვილის რთულ ხასიათს.

„ის არის ზრდასრული ადამიანი, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია. ჩვენ ვინც გვიცნობს და იცის ჩვენი ურთიერთობა, ხშირად გვქონია არასასიამოვნო საუბრები მის უხეშობაზე ადამიანებთან მიმართებაში, ეს მღვდელმთავარი იყო თუ სასულიერო პირები, სახალხოდაც, რაზეც მეუბნებოდა, სამსახური მაქვს ასეთიო", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ მატროსოვის ციხედან გამოსვლის შემდეგ.

მეუფე დიმიტრისთან საუბარში ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მას არ გაუვრცელებია სასამართლოზე მიცემული ჩვენება.

„მე მას ვესაუბრე სასამართლოზე მიცემულ ბოლო ჩვენებთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ამას ვერაფრით ვერ გავავრცელებდი, რადგან ვარ უცხოეთში და მოსთხოვეთ პასუხი იმას, ვინც სასამართლოდან გამოიტანა სასამართლოზე მიცემული ჩემი ჩვენება. ის ამბობს, რომ მე სასამართლოზე კითხვა დამისვეს და პასუხი გავეცი და ეს გამოააშკარავეს. მართალი გითხრათ, მეც ცოტა გაკვირვებული ვარ, რა კავშირშია პატიმრების შეწყალების საკითხი, მჩხიბავობის საკითხი და ციანიდის საკითხი - ვერ ვაკავშირებ ვერაფრით“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მიტროპოლიტის ინფორმაციით, ოხანაშვილი ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს.

შეგახსენებთ, მეუფე დიმიტრი მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა.

ანა მებურიშვილი

დენის დარტყმის შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა

3 აგვისტო, 2020 , 17:40

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში, სადაც ბავშვს დენმა სადენებთან შეხები

მთავრობის ადმინისტრაციამ „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

3 აგვისტო, 2020 , 17:40

მთავრობის ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების და ექსპერტების მონაწილეობით, „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის ადმი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0719 ლარი გახდა

3 აგვისტო, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0719 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0721 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

“პროცესი დაცლილია პოლიტიკური შემადგენლისგან” - ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

3 აგვისტო, 2020 , 17:20

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების“ შესახებ საჯარო დაწესებულებებს ავალდ

ბედნიერი ვარ, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მივიღე - გრიგოლ ვაშაძე

3 აგვისტო, 2020 , 17:20

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. „უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმიღო, და მე მას ილიაობ

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა

3 აგვისტო, 2020 , 17:10

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა. საპატრიარქოში ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, მან შეხვედრაზე მყოფ ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე