უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
კონფლიქტის ზონა
26 ივლისი, 2021 18:30
ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე სანგრებს თხრიან
ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე სანგრებს თხრიან. რუსი სამხედროები კოდა-წნელისის გზაზე გამოჩნდნენ. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ავრცელებს.
დათო ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტები ტერიტორიას მძიმე ტექნიკისთვის ამზადებენ.
„ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ როგორც მინიმუმ 2 თხრილი დაემატა, იმ საფრთხის წინაშე ვართ, რომ მოხდება ფორსირება და დავკარგავთ 600-მდე ჰექტარს მინიმუმ", - ამბობს ქაცარავა.