უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

30 აგვისტო, 2018 16:54
font-size

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულ ახალგაზრდებს ერგნეთში ოჯახის წევრები დახვდნენ. ხუთივე მათგანს სავარაუდოდ, გამოკითხვის მიზნით, მცხეთის პოლიციაში გადაიყვანენ.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ საზღვის უკანონო კვეთის ბრალდებით, ორი დღის წინ დააკავეს. ისენი არიან : 1988 წელს დაბადებული ბექა მაღრაძე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან მაღრაძე, 1992 წელს დაბადებული მზია გომური, 1997 წელს დაბადებული ვახტანგ გუბელაძე და 1996 წელს დაბადებული გია ბაღდოშვილი.

სუს-ის ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმირებული იყო ევროკავშირის მისია და ასევე, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.

რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

13 თებერვალი, 2019 , 15:40

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. 60 წლის ემილ გოგოხია და ზამირ მიქავა ოკუპანტებმა იარაღის მუქარით ოკუპაციის ხაზთან ცხენის ძებნის დროს დააკავეს. ერთ-ერთი გატაცებული სოფელ განმუხურის რწმ

ეუთო-ს თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

11 თებერვალი, 2019 , 12:56

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. „ჩემი პირველი გაჩერება საქართველოში ვიზიტისას – ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ

ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ერთიანი საქართველოს ფარგლებში, მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება

9 თებერვალი, 2019 , 16:45

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "ამერიკის შეერთებული შტატები თანმიმდევრუალად ახორციელებს საქართველოს მხარდ

ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხი - დღეს ერგნეთის შეხვედრა გაიმართება

8 თებერვალი, 2019 , 10:15

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე შეხვედრაზე სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღ

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს

7 თებერვალი, 2019 , 14:40

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილიდან სამუშაოები განაახლეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ექვსი რუსი სამხედრო იმყოფება. ისინი ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარ

საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად ერთადერთი სასუნთქი გზა გადაკეტა –ციხელაშვილი

7 თებერვალი, 2019 , 14:40

რაც ხურვალეთში ხდება, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ცი