უკან
კონფლიქტის ზონა
29 აგვისტო, 2018 10:50
ოკუპანტებმა თრუსოს ხეობიდან 5 ახალგაზრდა გაიტაცეს
ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ოკუპანტებმა 5 პირი გაიტაცეს. ახალგაზრდები თრუსოს ხეობიდან გაუჩინარდნენ.
მეგობრები სალაშქროდ წავიდნენ, დედაქალაქში კი რამდენიმე დღეში უნდა დაბრუნებულიყვნენ.
საქართველოს მოქალაქეების გატაცებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
ფოტო არქივიდან