უკან

პოლიტიკა

27 ოქტომბერი, 2016 14:35
font-size

ოკუპანტის სტატუსი, რაც რუსეთს მიენიჭა, ჩვენ გვბლოკავს ყველა მხრივ - სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა. სალომე ზურაბიშვილი, რუსეთი, ოკუპაცია

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან საქართველოს მოლაპარაკებების გზა დაბლოკილი აქვს რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭების გამო.

როგორც ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ,,მთავარში’’ განაცხადა, ვინაიდან საქართველოს გზა არ არის სამხედრო გზა, ქვეყანა ვერ იტყვის უარს დიპლომატიის გზაზე.

,,ყოველთვის არის მოლაპარაკებით შედეგის მიღწევის შესაძლებლობა. ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის საჭიროა ამის მცდელობა. ჩვენ დღეს ვართ დაბლოკილი ამ კუთხითაც. ის ოკუპანტის სტატუსი, რაც მიენიჭა და რაც არის რეალობის სწორი ასახვა, ამავე დროს ჩვენ გვბლოკავს ყველა მხრივ. ჩვენ ვერ ვმონაწილოებთ იმ მოლაპარაკებებში. ჩვენი უცხოელი მეგობრები, პარტნიორები, რომლებიც იცავენ ჩვენს სუვერენობას, ისინი არიან თავისუფალნი, რომ იგივე ამ ოკუპანტს დაელაპარაკონ და ჩვენ არა, თუ არ ჩავთვლით იმ ორმხრივ ფორმატს, რომელიც არის ზურაბ აბაშიძის ფორმატი.

ეს არის ჩვენი შეზღუდვა, იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია და რომლის გზაც არასდროს ყოფილა სამხედრო გზა, ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიის გზაზე. ეს დიპლომატიის გზა არ არის დათმობის გზა, აქ უნდა იყოს ძალიან სერიოზული ჯებირები. ამ გზაზე არ შეიძლება დადიოდნენ ოპოზიციონერები, როგორც სცადა რამდენიმემ იმისთვის, რომ თავიანთი პოლიტიკური სტატუსი აემაღლებინა. ეს დიპლომატიური გზა უნდა იყოს ძალიან კარგად შეთანხმებული შიგნით. ეს უნდა იყოს კონსენსუსი ყველა პარტიის და არა ერთის. უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა და რა რის ჩვენი წითელი ხაზები, ეს არის ის, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების მომზადება’’, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი