უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 მარტი, 2019 10:25
font-size

ოკუპაცია სულ უფრო და უფრო მძიმე ფორმებს იღებს - ზურაბ აბაშიძე

ქართულ-რუსული ურთიერთობები ოკუპაციის გამო ღრმა ჩიხშია და გამოსავალი არ ჩანს, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„რუსეთი მზად არ არის, ჩვენი რეგიონების აღიარების შესახებ თავისი გადაწყვეტილება უკან წაიღოს და ჩვენ ამას ვერასდროს შევეგუებით. ოკუპაცია გრძელდება. ოკუპაცია სულ უფრო და უფრო მძიმე ფორმებს იღებს. ეს ე.წ. ბორდერიზაცია მიმდინარეობს, იქ კედელი შენდება და ეს ალბათ, არ შეწყდება. რეალისტური ხედვა ასეთია“, – განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, არსებული რეალობა 2008 წლის მოვლენების შედეგია და მას შემდეგ, ვითარება ვერ შეიცვალა.

„ეს ვითარება ჩვენ ვერ შევცვალეთ და ეს გახლავთ შედეგი 2008 წლის უბედურებისა, რაც მაშინ მოხდა. აგვისტოს ომის ყველაზე მძიმე შედეგი აღმოჩნდა სწორედ ეს სამართლებრივი მხარე და მოსკოვის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. იმიტომ, რომ რუსეთს ხელი გაეხსნა, მათ ეს საზღვარი შეუქმნას და ინფრასტრუქტურა აუშენოს. როდესაც მათ ამ თემაზე ესაუბრები, გამოთქვამ აღშფოთებას, კრიტიკას და ასე შემდეგ, გეუბნებიან, მე არაფერ შუაში აღარ ვარ, ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, წადი ახლა და ცხინვალსა და სოხუმს ელაპარაკეო. აი, ასეთ ჩიხში, თუ ასეთ მოჯადოებულ წრეში ვართ მოქცეული. ამ თემაზე, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და გამოსავალი სად არის, თვითონ რუსეთის მხარე პრინციპში, აღარც გესაუბრება, წერტილი დასვეს“, – განაცხადა აბაშიძემ.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მას სურს, ოპტიმისტურად ისაუბროს და საზოგადოებას იმედი ჩაუნერგოს, რადგან ერთმანეთისთვის შეძახება ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ ამავე დროს, რეალიზმის განცდა არ უნდა დავკარგოთ.

„პროცესები, რაც რუსეთში მიმდინარეობს და გლობალური სურათი, რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობები იმის მოლოდინს არ იძლევა, რომ ახლო მომავალში დიდ პოზიტიურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. მართალი გითხრათ, რუსეთთან დაკავშირებით მე ასეთი მოლოდინი არ მაქვს. ახლო და საშუალო პერსპექტივაში ასეა და მერე რა იქნება, ძნელი სათქმელია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საკვანძო სიტყვები:

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი