უკან
უახლესი ამბები
- 21.12.2024 13:11ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ - მარკო მიხელსონი
- 21.12.2024 10:56ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს „ღირსების“ ორდენით დაჯილდოებას უპირებ - სალომე ზურაბიშვილი
არქივი
კონფლიქტის ზონა
15 ნოემბერი, 2024 16:36
ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს
ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომიტინგეებმა „პარლამენტის“ ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში შევიდნენ.
მანამდე აქციის მონაწილეებმა კომპრომისზე წასვლაზე უარი განაცხადეს და დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. ე.წ. ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად 20 წუთი მისცეს.
შეგახსენებთ, დღეს ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ.