უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
არქივი
კონფლიქტის ზონა
8 აგვისტო, 2018 15:20
ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხეობიდან გადასვლის გამო ქუთაისის მკვიდრი დააკავეს
კოდორის ხეობაში, გულრიფშის რაიონის სოფელ საკენში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
აფხაზური მედიის ცნობით, მამაკაცი ქუთაისის მკვიდრია და ის წარსულში მძიმე დანაშაულისათვის იხდიდა სასჯელს.
ეს ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხეობიდან გადასვლის პირველი შემთხვევაა.
სუს-ის განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.