კონფლიქტის ზონა


ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო სწავლებას საფრთხედ აღვიქვამთ - ლევან იზორია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო წვრთნას საქართველო როგორც საფრთხეს აღიქვამს.
იზორიას თქმით, ეს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მორიგი დარღვევაა.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ანუ ჩვენ ტერიტორიებზე ყველა ტიპის აქტივობა განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, ანტიკონსტიტუციური და უკანონოა და საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრი კრიტიკა აქვს. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც საფრთხეს და ვამბობთ, რომ ეს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მორიგი დარღვევაა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრომოსამსახურეები ტაქტიკურ წვრთნებს ატარებენ.
წვრთნებში დაახლოებით 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 2 ათასზე მეტი სამხედროა ჩართული.
სწავლება კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

თამაზ ილურიძე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს
18 აპრილი, 2018 , 17:05

არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორი რთულია უსაფრთხოების ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში - ვახტანგ გომელაური
18 აპრილი, 2018 , 14:20

ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მორიგი მოქალაქის გატაცების გამო ქართველი აქტივისტები რუსულნომრიან მანქანებს არ გაატარებენ
18 აპრილი, 2018 , 11:25

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირთათვის პირადი ნომრის მინიჭების უზრუნველსაყოფად მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა
16 აპრილი, 2018 , 17:45

გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს გადამხდელის სპეციალური სტატუსით სარგებლობა შეეძლებათ
16 აპრილი, 2018 , 14:10

ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მსჯელობა გაიმართა
13 აპრილი, 2018 , 10:45