უახლესი ამბები
- 04.03.2021 21:18არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა - სალომე სამადაშვილი
- 04.03.2021 20:16საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- 04.03.2021 19:17არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
- 04.03.2021 19:00პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
- 04.03.2021 18:48დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
- 04.03.2021 18:25ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
- 04.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3190 ლარი გახდა
- 04.03.2021 17:15იაპონურ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა
- 04.03.2021 17:15მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე
- 04.03.2021 16:55თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე
არქივი
კონფლიქტის ზონა


ოკუპირებულ ახალგორში შესვლა-გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრებულია - ნუგზარ თინიკაშვილი
ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლა ჩვეულებრივ რეჟიმში ხდება, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, კონტროლი გამკაცრებულია, - განაცხადა ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.
მისი თქმით, ავტომობილებისა და მოქალაქეების შემოწმება-კონტროლი უფრო მკაცრად ხდება.
„შესვლა-გამოსვლა ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე ხდება ჩვეულებრივ რეჟიმში. თუმცა კონტროლი გამკაცრებულია, როგორც მე მითხრეს. გუშინ შემოსული იყო ე.წ „ომონის“ ნაწილები ცხინვალიდან. უფრო მკაცრად ხდებოდა მანქანების და პიროვნებების შემოწმება გაკონტროლება“, – განაცხადა თინიკაშვილმა.
ამასთან, ახალგორის გამგებლის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში, თავიანთ სახლებში, ოჯახთან ერთად იმყოფებიან, თუმცა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლევათ.
„ისინი თავიანთ სახლებში იმყოფებიან მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მათ არ აქვთ კონტაქტზე გამოსვლის და ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლება. მეთვალყურეები ჰყავთ მიჩენილი და როგორც ოკუპირებულ ცხინვალში ამბობენ, მიმდინარეობს გამოძიება და ალბათ, ამ ე.წ გამოძიების დასრულების შემდეგ გათავისუფლდებიან. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამივენი არიან უდანაშაულო ადამიანები. სამწუხაროდ, ერთი იმსხვერპლეს, მაგრამ ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ მიუძღვით. ამდენად, ჩემი აზრით, როგორც კი, მოხდება ცხედრის გადმოცემა და დაკრძალვა, ამ პიროვნებებსაც გაათავისუფლებენ“, – ამბობს თინიკაშვილი.
საკვანძო სიტყვები:

დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
4 მარტი, 2021 , 18:48

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა
2 მარტი, 2021 , 17:15

სიტუაცია ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი მეთქვა ადგილობრივებისთვის, რომ მარტო არ არიან - შარლ მიშელი
1 მარტი, 2021 , 16:32
„თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“ - თეა ახვლედიანი დევნილ და გამყოფი ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა
26 თებერვალი, 2021 , 16:46

ზაზა გახელაძის ოჯახი სხვილოს ციხესთან აქტივისტების დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება
13 თებერვალი, 2021 , 14:18
ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ზაზა გახელაძის დაპატიმრებას
12 თებერვალი, 2021 , 11:30