უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

3 ნოემბერი, 2017 16:45
font-size

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ვერ გაიხსნება, რადგან ისინი სახელმწიფოებს შორის წესდება - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საბაჟო პუნქტი არ გაიხსნება, რადგან სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საბაჟო პუნქტის გახსნა ადგილობრივების უფლების შელახვას შეუწყობს ხელს.

„არანაირ საბაჟოზე საუბარი არ შეიძლება იყოს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური კუთხით, გამომდინარე იქიდან, რომ საბაჟოები, როგორც წესი, სახელმწიფოებს შორის წესდება. სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს, სახელმწიფო საზღვარი ჩვენ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს საუბარი არანაირ საბაჟო პუნქტზე. ეს არის შეზღუდვა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ზღუდავს იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტურ უფლებას თავისუფალ გადაადგილებაზე და რუსეთის ფედერაციის მხრიდან არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მოაქციოს თავისი ეკონომიკური გავლენის ქვეშ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მან დაამატა, რომ საბაჟოს გახსნა სამართლებრივად გაუმართლებელია და ამ პრობლემის გამოსატანად ქართული მხარე საერთაშორისო ფორმატს გამოიყენებს.

როგორც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა, ახალგორის რაიონში, ოკუპირებული ტერიტორიასა და დანარჩენი საქართველოს ე.წ. საზღვარზე საბაჟო პუნქტი გაიხსნება.

ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო მთავარი თემა ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილება - ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების

მზად ვართ თბილისთან დისკუსიებისთვის, თუკი ხელს მოაწერენ მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიარებენ სამხრეთ ოსეთს - ანატოლი ბიბილოვი

20 სექტემბერი, 2018 , 13:15

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოსური მხარე მზადაა დისკუსიისთვის თბილისთან იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს კეტავს

19 სექტემბერი, 2018 , 10:35

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა აცხადებს, აღნიშნული დაკავშირებულია საზეიმო ღონისძიებებთან, რომელიც ცხინვალში გაიმართება და ე.წ. რესპუბლიკის დაარსებ

ერგნეთში შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წაემომადგენლებმა ჩაშალეს

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყე

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს - სუს-ი

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრ

ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას საქმეზე

13 სექტემბერი, 2018 , 11:00

ევროკავშირმა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამის შესახებ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`