უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

13 მარტი, 2019 20:06
font-size

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი გადმოასვენეს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში გარდაცვლილ 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ცოტა ხნის წინ წითელი ჯვრის თანხლებით გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან ცხედარის გადმოსვენებას გარდაცვლილის ახლობლები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ელოდნენ.

ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შეგახსენებთ, 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა შაბათს დააკავეს. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

ირაკლი კვარაცხელია, ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

გალში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე ყვება, რომ ახალგაზრდა მამაკაცს გული დაკითხვისას გაუსკდა. საოკუპაციო რეჟიმი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მან თავი ჩამოიხრჩო.

გუშინდელი შემოსვლა რუსების უკან დაბრუნებით დასრულდა და მადლობა ამისთვის ხელისუფლებას - დავით ქაცარავა

16 მარტი, 2019 , 15:15

რუსების ყოფნა ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაფიქსირდა. გუშინდელი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით, ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობ

ჩვენ წავალთ აქედან მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი თვალით დავრწმუნდებით იმაში, რომ ოკუპანტებმა დატოვეს ბაღები - დავით ქაცარავა

16 მარტი, 2019 , 10:45

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან ერთად სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე დღეს 12:00 საათისთვის შევლენ. ქაცარავამ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, ტერიტორიას მ

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე იმსჯელეს

15 მარტი, 2019 , 17:52

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთო

სოფელ ხურვალეთთან ინციდენტები არ ფიქსირდება - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

15 მარტი, 2019 , 17:05

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მონიტორები ამჟამად იმყოფებიან დიდ ხურვალეთთან და აგრძელებენ მონიტორინგს. „ახალი ბორდერიზაციის აქტივობების ნიშნები არ ჩანს. უსაფრთ

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - სუს-ი

15 მარტი, 2019 , 15:50

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპზე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებია. „ა

რუსები შემოვიდნენ ბაღებში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე - დავით ქაცარავა ხურვალეთში არსებულ ვითარებაზე

15 მარტი, 2019 , 15:25

სოფელ ხურვალეთის განაპირას, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ. სოფელ ხურვალეთთან პოლიციის საგუშაგოსთან იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები. ისინი ხურვალეთ