უკან

პოლიტიკა

7 ივლისი, 2017 17:00
font-size

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ქართველთა გენოციდი - შალვა ნათელაშვილი G20-ის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „დიდი ოცეულის“ წევრ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს მიმართავს.

ნათელაშვილი ოცეულის სახელმწიფოთა ლიდერებს მოუწოდებს, ჰამბურგში მიმდინარე სამიტის განსახილველ მთავარ საკითხად აქციონ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია
და მოსთხოვონ პრეზიდენტ პუტინს „საქართველოს დეოკუპაცია.

მედიანიუსი შალვა ნათელაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ვადასტურებთ თქვენი აღმატებულებისადმი უდიდეს პატივისცემას და დიდ წარმატებებს გისურვებთ სამიტის მუშაობაში.

დღეს, როდესაც ჰამბურგში, დედამიწის ეს უდიდესი ფორუმი იწყებს მუშაობას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ გაეროს მიერ აღიარებული და მათ მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების შემოღობვა- ბორდერიზაციას, დღეს ეს ვანდალიზმი უკვე განხორციელდა ევრაზიის დამაკავშირებელი ავტო მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში, რეალური საფრთხის ქვეშაა საქართველოზე გამავალი ევროპისათვის სასიცოცხლო ნავთობ და ენერგოსადენები.

აღვირახსნილი ანექსიის შედეგად ადამიანები მასობრივად კარგავენ საკუთრებას, მიწებს, სახლებს, სალოცავებს, ახლობელთა საფლავებს. შუაზე იყოფა ქალაქები, სოფლები, ოჯახები, უქმდება მშვიდობიანი მოსახლეობის გადასასვლელები, მასობრივად აჰყავთ მძევლებად მოქალაქეები, ხშირად საკუთარი მამულებიდან.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ქართველთა გენოციდი, მათი გამოძევება, ცხოვრებისათვის აუტანელი პირობების შექმნა, იძულება უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე და ძალდატანებითი პასპორტიზაცია, სკოლებიდან იდევნება ქართული ენა, ბარბაროსულად ნადგურდება ქართული კულტურის, ისტორიის, ტოპონიმიკის და საერთოდ, მრავალათასწლიანი ცივილიზაციის კვალი. ეს ტერიტორიები გადავსებულია არა მარტო რუსული ჯარებით, არამედ უახლოესი სტრატეგიული იარაღით, სამხედრო ბაზებით, რაც მთელ რეგიონალურ უშიშროებას უქმნის რეალურ საფრთხეს..

კრემლის მიზანია საქართველოს ტერიტორიების გავლით გახსნას სახმელეთო, სარკინიგზო მაგისტრალები ამიერკავკასიაში, ირანთან თურქეთში სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად, რაზედაც ჟენევაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს საქართველოს კაპიტულანტური მთავრობის მოლაპარაკება რუსეთის ხელისუფლებასთან.

სამიტის მუშაობაში მონაწილეობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ასევე, საქართელოს ოკუპაცია-ანექსიის ავტორი და სულისჩამდგმელია. თუ მან მოახერხა დაუსჯელად საქართველოს გადაყლაპვა, მადამოსული იგივეს გააკეთებს არა მარტო პოსტსაბჭოურ სივრცეზე, არამედ მთელ მსოფლიოში, რაც მომავალი მსოფლიო კატასტროფის მიზეზი გახდება.

მოგეხსენებათ, რომ არ ყოფილიყო მიუნხენის გარიგება და სუდეტის ოლქის დათმობა ჰიტლერისათვის, არ იქნებოდა მეორე მსოფლიო ომიც. უკრაინა და სირია დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრემლის ხელმძღვანელობას ფაქტობრივად ეპატია 2008 წელს საქართველოს მიმართ აგრესია-ოკუპაცია.

მთელი საქართველოს სახელით მოგმართავთ და უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს ეს ტრაგედია გადააქციოთ სამიტის განსახილველ მთავარ საკითხად და მოსთხოვოთ პრეზიდენტ პუტინს საქართველოს დეოკუპაციის დაუყოვნებლივ დაწყება, ჯარების გაყვანა, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება.
დამერწმუნეთ, ეს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ კაცობრიობას გადაარჩენს იმ გამანადგურებელი საფრთხისგან, რაც საზღვრების რევიზიასა და მისგან გამოწვეულ გლობალურ კატასტროფასთანაა დაკავშირებული“,-ნათქვამია ნათელაშვილის მიმართვაში.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი