უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

15 ივლისი, 2017 14:45
font-size

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ქართულ მხარეს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც გაერო-ში საქართველოს ელჩის და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრას ეხმაურება.

ინფორმაციას სააგენტო Apsny.ru ავრცელებს.

„ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 12 ივლისს გაერო-ში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან. ამ შეხვედრაზე აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე და ადამიანის უფლებების კუთხით კონტროლზე გაამახვილეს ყურადღება. სამწუხაროდ, ქართული მხარე აგრძელებს სხვადასხვა საერთაშორისო ტრუბუნების გამოყენებას და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ცალმხრივად და ყალბად ავრცელებს. საქართველო საერთაშორისო ინსტიტუტების მუშაობაში აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობას ბლოკავს. საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მიერ გავრცელებულ არაობიექტურ ინფორმაციას ეყრდნობა და ამით აფხაზეთს არასასურველ იმიჯს უქმნიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებისთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებია და ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. „ამის ფონზე ქართული მხარის მოწოდებები დამატებითი საერთაშორისო მექანიზმების შემოღების თაობაზე აბსურდულია. ქართული მხარე არ არის მზად კონფლიქტის რეალური მოგვარების საკითხები განიხილოს და რეგიონში უსაფრთხოების პირობები შექმნას.“- ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მორიგი მოქალაქე გაიტაცეს

20 აპრილი, 2018 , 14:15

საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენიდან საქართველოს მოქალაქე, 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი გაიტაცეს. მესტუმრიშვილი საოკუპაციო ხაზთან თავის თანასოფლეთან ერთად საქონელს მწყემსავდა, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა და

ანატოლი ბიბილოვმა ბაშარ ალ-ასადი ცხინვალში დაპატიჟა

20 აპრილი, 2018 , 12:40

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სირიის მმართველი ბაშარ ალ-ასადი ცხინვალში დაპატიჟა. ამის შესახებ ბიბილოვის პრესსამსახური იუწყება. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტი სირიის რესპუბლ

თამაზ ილურიძე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

18 აპრილი, 2018 , 17:05

რუსი სამხედროების მიერ გატაცებულმა საქართველოს მოქალაქემ თამაზ ილურიძემ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის ჯარიმის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებ

არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორი რთულია უსაფრთხოების ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში - ვახტანგ გომელაური

18 აპრილი, 2018 , 14:20

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, მიმდინარე წლის 22 თებერვალს მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის იძულებითი ტყვეობა მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რო

ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მორიგი მოქალაქის გატაცების გამო ქართველი აქტივისტები რუსულნომრიან მანქანებს არ გაატარებენ

18 აპრილი, 2018 , 11:25

„რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს სოფელი ფლავისმანიდან საქართველოს მოქალაქე, 48 წლის თამაზ ილურიძე“, - ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის მორიგი გატაცების შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ფეისბ

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირთათვის პირადი ნომრის მინიჭების უზრუნველსაყოფად მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა

16 აპრილი, 2018 , 17:45

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირებისთვის სავაჭრო-ეკონომიკურ ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის გაფართოების მიზნით, ახალი სტატუს-ნეიტრალური მექანი

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე