უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
არქივი
კონფლიქტის ზონა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენშტაბის ხელმძღვანელის თანამდებობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა დაიკავა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო ძალების გენშტაბის ხელმძღვანელად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი ე.წ. თავდაცვის მინისტრი, გენერალ-მაიორი ვასილი ლუნევი დაინიშნა. მისი კანდიდატურა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მერაბ კიშმარიამ წარუდგინა.
ხაჯიმბამ ლუნევთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო ძალებსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთქმედების გარღმავებაზე.
„უშუალოდ თქვენი დავალება იქნება დაკავშირებული რუსულ მხარესთან ურთიერთქმედების გაძლიერების გადაწყვეტის საკითხთან, ასევე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, იმ ქვედანაყოფებთან, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე“, -უთხრა ხაჯიმბამ ლუნევს და აღნიშნა, რომ ოკუპირებული სოხუმი შემდგომშიც გააგრძელებს რუსეთთან სტრატეგიულ, თავდაცვით თანამშრომლობას.
თავის მხრივ ლუნევმა აღნიშნა, რომ აუცილებელია რეაგირება საქართველოსა და ნატო-ს წევრი ქვეყნების საერთო სამხედრო სწავლებაზე. მისი განცხადებით, ეს საჭიროებს „შესაბამის მოქმედებებს“.
ლუნევი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის პოსტს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იკავებდა.