უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

6 ოქტომბერი, 2020 16:00
font-size

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნით სირია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნას გამოეხმაურა.

საგარეო უწყების შეფასებით ეს წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს და ამით კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

„მოგეხსენებათ ამ უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, აშშ-მა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას მკაფიოდ გაემიჯნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც არაერთი დამგმობი განცხადება გააკეთეს და ამავდროულად ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ერთ დღესაც, როცა სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება, ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

22 ოქტომბერი, 2020 , 11:10

2020 წლის 21 ოქტომბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა მორიგი, მეშვიდე გადაწყვეტილება, – ამის

2020-21 წლებისთვის გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების განათლების დაფინანსება გაგრძელდება

17 ოქტომბერი, 2020 , 11:05

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 21-ე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქ

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას: ხელი შეუწყვეთ ოკუპირებული აფხაზეთიდან ირაკლი ბებუას გადმოყვანას

12 ოქტომბერი, 2020 , 14:10

საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავრობასა და მის რელევანტურ უწყებებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს თხოვნით მიმართავს და მოუწოდებს, მანდატის ფარგლებში მიიღონ ყველა სათანადო ზ

ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის მიუღებელია - გიორგი გახარია

7 ოქტომბერი, 2020 , 16:20

ჟენევის ფორმატი ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ის არის ერთადერთი ქმედითი ფორმატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ნაბი

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას საქართვლოს მოქალაქე“ - აქცია ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად

7 ოქტომბერი, 2020 , 12:35

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოითხოვონ გალში დაკავებული საქართვლოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას, გათავისუფლება - მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. "შეცვალეს" წევრების თქმით, ბებუას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გალში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს

1 ოქტომბერი, 2020 , 12:25

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სუს-ი 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას უკანონოდ დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს და აცხ