უკან

კონფლიქტის ზონა

29 ივლისი, 2020 15:00
font-size

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბა დაინიშნა

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბას დანიშვნას ხელი მოაწერა.

ამ თანამდებობას 2014 წლიდან მუჰამედ კილბა იკავებდა. თუმცა 2020 წლის იანვარში მას თანამდებობა დაატოვებინეს. ამ დრომდე ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ბესლან კვიცინია ასრულებდა.

სერგეი შამბა 1997-2010 წლებში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 2010 წლის თებერვლიდან 2011 წლის სექტემბრამდე კი ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.

2014 წლის დეკემბრიდან შამბა ე.წ. პარლამენტის წევრია. ის 2016 წლის იანვრიდან პარტია „ერთიან აფხაზეთს“ ხელმძღვანელობს.

გიორგი გახარია ზაზა გახელაძეზე - ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მიზანს მივაღწევთ

27 სექტემბერი, 2020 , 11:54

ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ყველა მექანიზმი, რომელიც დღესმთავრობის ხელშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავ

საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები - გიორგი გახარია

25 სექტემბერი, 2020 , 20:10

საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები,

სუსი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

25 სექტემბერი, 2020 , 16:30

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ცხინვალიდან უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „საოკუპაციო ძალების მიერ, მიმდინარე წლის სამ ივლისს უკანონოდ

ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

25 სექტემბერი, 2020 , 14:45

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. მღებრიშვილი ამ დროისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ის ოჯახში სავალდებულო კარან

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

24 სექტემბერი, 2020 , 16:50

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობის დროს, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. არსებული ინფორმაციით, რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ

ჩქარობს კრემლი. იციან, რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება - შალვა ნათელაშვილი

19 სექტემბერი, 2020 , 16:40

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოფელ ნიქოზში იმყოფებოდა, სადაც რუსული ოკუპაცია გააპროტესტა. „ჩქარობს კრემლი. იციან, რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება და ისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე