უკან

კონფლიქტის ზონა

14 ივლისი, 2018 11:25
font-size

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ საპასუხო სია შექმნა - სიაშია მიხეილ სააკაშვილი, თენგიზ კიტოვანი და ირაკლი ოქრუაშვილი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე-ფაქტო პარლამენტსა და მთავრობას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ 26-კაციანი „ხიშბა-სიგუას“ სია შესთავაზა. განცხადება Нужная Газета-მ გაავრცელა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტარანთა კავშირის განმარტებით, ჩამონათვალს „ხიშბა-სიგუას“ სიის სახელი მიენიჭა იმ ადამიანების გამო, ვინც „მოკლეს ან გაიტაცეს საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, თავისი გამომდინარე შედეგებით მასში გამოყოფილი პირებისთვის“.

განცხადების თანახმად, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის შექმნა დაუსაბუთებელია. მათი შეფასებით, თბილისის მიერ არჩეული „სასანქციო სიების“ გზა „ართულებს სიტუაციას, რითაც ჩიხში შეჰყავს საერთაშორისო შუამავლები“.

ე.წ. ვეტერანთა კავშირის განცხადებით, „ხიშბა-სიგუას“ სიაში შეყვანილი არიან საქართველოს ის მოქალაქეები, „რომლებსაც ბრალი მიუძღვით ომის დანაშაულებში, გენოციდსა და ტერორისტულ აქტივობებში“.

26-კაციან სიაში შეყვანილი არიან: ბაჩო ახალაია, სოსო ახალაია, ირაკლი ბათიაშვილი, სლავა ბიგვავა, ავთანდილ ბულისკერია, რობერტ გამისონია, ზაზა გოგავა, ბეჟან გოლანძია, ირაკლი ოქრუაშვილი, ზაზა კაკულია, მეგის ქარდავა, გია ყარყარაშვილი, დავით კეზერაშვილი, თენგიზ კიტოვანი, მამუკა ყურაშვილი, იუსუპ ლაკაევი, ვანო მერაბიშვილი, დავიდ იორაშვილი, ემზარ ფონიავა, მიხეილ სააკაშვილი, ალიკა სამუშია, ბესიკ თოფურია, ომარ ხარჩილავა, მანუჩარ ჩანგელია, რომან შამათავა, დავით შენგელია.

სოფელ ჩორჩანასთან, ტყეში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს - სუს-ი

30 მაისი, 2020 , 16:50

სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს, პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით, – ამის შესახებ საქართველო

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს

29 მაისი, 2020 , 12:54

28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.  ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლო

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები