უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

5 სექტემბერი, 2018 12:13
font-size

ოკუპირებული ახალგორის რაიონული სასამართლოს განმარტებით, თამარ მეარაყიშვილის მიმართ საქმეები დარღვევებით აღიძრა

ოკუპირებული ახალგორის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურას დაუბრუნა.

მოსამართლის განმარტებით, მეარაყიშვილის მიმართ ბრალდების დასკვნა დარღვევებითაა შედგენილი. კერძოდ, საქმეში არაა ჩამოთვლილი კონკრეტული ადგილები, გარემოებები თუ ქმედებები, რაც მეარაყიშვილის დანაშაულზე მიუთითებდა.

ახალგორის ე.წ. პროკურატურას გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 10-დღიანი ვადა აქვს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პროკურატურა თამარ მეარაყიშვილს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებასა და გაყალბებული დოკუმენტის გამოყენებას ედავება. ასევე საოკუპაციო რეჟიმის მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ რეგიონული განყოფილება მიიჩნევს, რომ მეარაყიშვილმა მათ ცილი დასწამა.

„მე ბრალად მედებოდა ცილისწამება კონკრეტული პარტიის მიმართ, ეს არის მმართველი პარტია და მისი ოთხი წევრის მიმართ.

მეორე იყო, მე მედავებოდნენ მუდმივი ბინადრის საბუთის გაყალბებას. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და მოითხოვეს, რომ პროკურატურას ან ფაქტებით დაეკონკრეტებინა, ან დაეხურა საქმე. მოსამართლემ მიიჩნია, რომ სამართლიანად მივმართე, სასამართლომ აღიარა, რომ არ ჩანს დანაშაულის ნიშანი და პროკურატურა არღვევს ჩემს კონსტიტუციურ უფლებებს“,- თქვა მეარაყიშვილმა.

რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

13 თებერვალი, 2019 , 15:40

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. 60 წლის ემილ გოგოხია და ზამირ მიქავა ოკუპანტებმა იარაღის მუქარით ოკუპაციის ხაზთან ცხენის ძებნის დროს დააკავეს. ერთ-ერთი გატაცებული სოფელ განმუხურის რწმ

ეუთო-ს თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

11 თებერვალი, 2019 , 12:56

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. „ჩემი პირველი გაჩერება საქართველოში ვიზიტისას – ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ

ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ერთიანი საქართველოს ფარგლებში, მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება

9 თებერვალი, 2019 , 16:45

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "ამერიკის შეერთებული შტატები თანმიმდევრუალად ახორციელებს საქართველოს მხარდ

ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხი - დღეს ერგნეთის შეხვედრა გაიმართება

8 თებერვალი, 2019 , 10:15

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე შეხვედრაზე სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღ

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს

7 თებერვალი, 2019 , 14:40

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილიდან სამუშაოები განაახლეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ექვსი რუსი სამხედრო იმყოფება. ისინი ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარ

საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად ერთადერთი სასუნთქი გზა გადაკეტა –ციხელაშვილი

7 თებერვალი, 2019 , 14:40

რაც ხურვალეთში ხდება, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ცი