უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

9 თებერვალი, 2017 17:15
font-size

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მხოლოდ ოკუპაციის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული და არა ხალხის - უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი მიმართული უნდა იყოს ოკუპაციის და არა ხალხის წინააღმდეგ.

ამის შესახებ ნანუაშვილმა, სახალხო დამცველის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებებია საჭირო ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის, ეკონომიკური საქმიანობის, დე ფაქტო ორგანიზაციების მიერ გაცემული დოკუმენტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

„კანონი უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ოკუპაციის და ოკუპანტების წინააღმდეგ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა ზარალდება იმ შეზღუდვებით, რომელსაც აწესებს ეს კანონი. მსგავსი კანონი მოქმედებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, თუმცა იქ სპეციალური ჩანაწერებია ძალიან დეტალური იმისთვის, რომ მოსახლეობის უფლებები იყოს დაცულისამწუხაროდ დღეს მოქმედი ნორმებით, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება. უნდა გამარტივდეს შესვლა, მათ შორის იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობას რეგიონში აქვს ძალიან სასიცოცხლო მნიშვნელობა. მეორე, ეს არის ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის უნდა წახალისდეს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები უნდა გამარტივდეს. კანონში არაფერია ნათქვამი ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ, გარკვეულ საკითხებზე“,-განაცხადა სახალხო დამცველმა.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს - გიორგი გახარია

30 მარტი, 2020 , 18:44

მოგეხსენებათ, ჩვენ ვიმყოფებოდით ზუგდიდში. რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს. ჩვენ ეს გუშ

პრემიერის ინიციატივით, რუხის კლინიკა მზადდება რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის - ქეთევან ციხელაშვილი

28 მარტი, 2020 , 16:35

საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა და იმედია, ამაში დონორებიც გვერდით დაგვიდგებიან, ახლა რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ამზადებს იმისთვის, რომ რეგიონისთვის მთლიანად და საჭიროებისას აფხაზეთის რეგიონიდან მომართვიანობის შემთხ

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა - გიორგი გახარია

28 მარტი, 2020 , 15:25

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება, - სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიე

ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის” გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

26 მარტი, 2020 , 14:00

ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის (მომო)" ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოსთვის სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა და კლინიკის მედპერსონალს გადასცა,- ამის შესახებ „მედიანიუსს&rdqu

აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ - 15 ქვეყნების ერთობლივი განცხადება

23 მარტი, 2020 , 17:49

აშშ-ს საელჩო 15 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სუვერენული ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. საელჩოს განცხადებაში ვკით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

22 მარტი, 2020 , 16:38

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2020 წლის 22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც, უწყების ცნობით, სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნ