უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
- 18.04.2024 13:06კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
- 18.04.2024 12:41გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს უკვე მიმართა
- 18.04.2024 11:40ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
არქივი
კონფლიქტის ზონა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტში საოკუპაციო ხაზის დემარკაციის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებენ
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტში საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებენ.
ცხინვალის რეჟიმის განმარტებით, ამის მიზეზი გახდა წნელის მოსახლეობის მიმართვა, რომლებმაც „აღშფოთება გამოთქვეს , რომ დემარკაციის შედეგად სოფელ წნელის ნაწილი რესპუბლიკის საზღვრის გარეთ აღმოჩნდა“.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსლან თედეევის თქმით, სოფლის მოსახლეობის მიმართვა „ყველა დაინტერესებული მხარის მოწვევით“ იყო განხილული .
„კომიტეტმა კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საქართველოს რესპუბლიკასთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებს შეეხება“, -დასძინა თედეევმა.
ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ახალი კომისია საზღვრებზე მსჯელობისას 1931-36 წლების რუკით იხელმძღვანელებს.
ე.წ. დეპუტატის, ბორის ტასოევის თქმით, „დემარკაციის დროს ბევრი ოსური სოფლის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა“.