უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

28 მარტი, 2019 10:15
font-size

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული

2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა.

სუს-ში აღნიშნავენ, რომ გასული წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის კუთხით.

„მიმდინარეობდა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, რაც გამოიხატებოდა მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვითა და სხვა“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ძალები კვლავ აგრძელებდნენ უკანონო დაკავებებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული.

უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაცია და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს, აუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ახდენს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციას“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

საკვანძო სიტყვები:

რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუფრინა -სუსი

20 ივნისი, 2019 , 16:00

რუსული ვერტმფრენი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაზე არ გადმოფრენილა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში განაცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოკუპანტების ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუფრინ

დიალოგი, 1990-ანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით გაუჩინარებული ადამიანების შესახებ, გრძელდება

20 ივნისი, 2019 , 14:00

ერგნეთში საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 19 ივნისს, მე-14 შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით გაუჩინარებული ადამიანების ხვედრისა და ადგილსა

აფხაზეთში 1992-1993 წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით, ორმოც სამარხზე მეტი გაიხსნება

19 ივნისი, 2019 , 16:55

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით, გათხრების მორიგ ეტაპს იწყებს. 40-ზე მეტ სავარაუდო სამარხზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კ

სალომე ზურაბიშვილი გრემისხევში საოკუპაცო ხაზთან ჩავიდა

17 ივნისი, 2019 , 16:30

საქართველოს პრეზიდენტი გრემისხევში საოკუპაცო ხაზთან ჩავიდა და თიჯრობის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტმა დიდი დანაშაული უწოდა საუკუნეების მა

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში აისახა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა

7 ივნისი, 2019 , 12:20

ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში ცალკეა გამოყოფილი რუსეთის გავლენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე და ასევე, ეთნიკური ქართველებ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული ფერმერებისთვის USAID 1 მლნ დოლარს გამოყოფს

6 ივნისი, 2019 , 15:10

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის პროექტს „ზრდა საქართველოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელ