უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 იანვარი, 2017 17:20
font-size

ოლიგარქები ყიდულობენ პოლიტიკოსებს, შემოყავთ პოლიტიკურ არენაზე და გაყავათ პოლიტიკური არენიდან - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპორტის სასახლეში მიმდინარე პარტიის ყრილობის წევრებს მიულოცა, რომ „ბიძინა ივანიშვილის გეგმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ჯიბეში ჩადებას გულისხმობდა - ჩაიფუშა“.

სააკაშვილის თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის შემდეგ,პირველი მარცხია და რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი.

„ჩანაფიქრი, რომ ჩამოვეცილებინეთ პარტიას, რომ პარტია გადაექციათ ლაგამამოდებულ, ყველაფრის გამპრავებელ პარტიად, ვერ განხორციელდა.

ეს ვერ განხროციელდა იმიტომ, რომ ივანიშვილი ვერ მოგერიათ თქვენ, ეს არის მთავარი რამ, რაც მოხდა ბოლო თვეებში. მათ თქვენ ვერ გათქმევინათ უარი პრინციპებზე და თქვენ ვერ დაგაყენათ ღალატის გზაზე. თქვენ ვერ გათქმევინათ უარი იდეალებზე. მან ვერ გატეხა თქვენი ნება.

ივანიშვილი ვერასდროს გაიგებს თავისი და მისი ჯგუფის მიერ მოწყობილი ტვინით, თუ რა არის ნაციონალური მოძრაობა.

ის ვერასოდეს ვერ მიხვდება, მის ტვინამდე ვერასოდეს მივა, თუ რა გვამოძრავებს ჩვენ. რა გვაძლევს ძალას იმისა,რომ არ შევშინდეთ და არ ჩავიქნიოთ ხელი. ოლიგარქებს არ ესმით რა არის ნამდვილი პოლიტიკური პარტია. ისინი ქმნიან პროექტებს, დებენ ფულს, ყიდულობენ პოლიტიკოსებს, აკავშირებენ ადამიანებს პოლიტიკოსებთან,შემოყავთ პოლიტიკურ არენაზე და გაყავათ პოლიტიკური არენიდან პარტიები.

ნაციონალური მოძრაობა არის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და რა თქმა უნდა, საქართველოში უპირობოდ, ერთადერთი, ნამდვილი პოლიტიკური პარტია. ეს არის პარტია, რომელიც შეიქმნა მაშინ, როდესაც დაჩოქებული და განადგურებული საქართველოს სვავებივით ძიძგნიდნენ შევარდნაძეები და მისი „შანტრაპები“, მისი კორუმპირებული ოჯახის წევრები, ფეოდალები და კანონიერი ქურდები. ჩვენ შევიქმენით და ყველა მათგანს ერთდორულად გამოვუცხადეთ ომი. ჩენ გვებრძოდნენ კრიმინალური ავტორიტეტები, ასლან აბაშიძე, რუსეთის აგენტები და ჩვენ არც ქურდებს ვეთამაშებოდით, არც პატარკაციშივილს კალთას ვაფარებდით თავს, როგორც ბევრი, და არც გავრბოდით ასლან აბაშიძესთან, არც ამ ქურდებს ვპირდებოდით „პალაჟენიეს“. ჩვენ ვებრძოდით უკლებლივ ყველა მაშინდელ კლანს, ყველა მაშინდელ სისტემას მიუხედავად იმისა, რომ ბევრს გიჟებად მივაჩნდით, სექტად გვაცხადებდნენ, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა იმისა,რაც არც ფულით იყიდება და არც ტყვიით ჩერდება - ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე.

ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც უსისხლოდ მოვიდა ხელისუფლებაში. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც მაშინ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაზე, როდესაც ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული საქართველოზე უშუქობის, უბედურების, კრიმინალის თარეშის პირობებში და ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს განახორციელა რეფორმები, ლარის კურსის სიმყარეზე, გაზარდა ბიუჯეტი, ამოძირკვა და დაავიწყა ხალხს უშუქობა, უგზოობა, უპენსიობა.

ჩვენ ვართ ის პარტია და ახლა ლევანი მიზის აქ გვერდით, რომელმაც გაანთავისუფლა და საქართველოს აჭარა დაუბრუნა. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პუტინს კონტროლიდან დაუძვრა რომელიმე პოსტსაბჭთა რეგიონი, რომლებზეც ის არის ჩაფრენილი თავის კლანჭებით, ეს არის ერთადერთი შემთხვევა ამ ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ ვართ, ეს იმათ გასაგონად, ვინც იძახის, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს ემტერება, რომ ჩვენ ვართ ერთადერთ პარტია ათწლეულების განმავლობაში,რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ამ ტრადიციას და ხელისუფლება გადააბარა მშვიდობიანად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე.

მხოლოდ ჩვენმა პარტიამ გაუძლო ამ გამოცდას. ჩვენ ვიყავით ოპოზიცია, გავხდით ხელისუფლება, შემდეგ ისევ გარდავიქმენით ოპოზიციად და ახლა ისევ მზად ვართ დავიბრუნოთ ხელისუფლება და ასეთი რამ საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას და პოსტ საბჭოთა სივრცეს, პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს.
ჩვენი პარტია არის ნამდვილად, ყველაფერს რომ გაუძლევს და ყველა განსაცდელიდან გამარჯვებული რომ გამოვა ასეთ პარტიაა და ეს თქვენ გააკეთეთ და ამისათვის თითეულ თქვენგანს დიდი მადლობა.

თქვენ ხართ ნაციონალური მოძრაობის წევრები და თითოეულ თქვენგანს ექნება მოსაყოლი თავისი შვილებისთვის და შვილთაშვილებისთვის ეპიზოდი, რომელიც უკვე ლეგენდად შემორჩა ჩემგან თაობებს. თქვენ გაქვთ უამრავი პირადი ისტორია, თუ როგორ ვიბრძოდით ვარდების რევოლუციის დროს. როგორ შევდიოდით და როგორ ვხვდებოდით ჩვენ თავისუფლებას აჭარაში. უამრავი პირადი მოგონება, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია. როგორ გადავარჩინეთ 2008 წელს ასიათასიანი ჯარის შემოსევისგან, 200 თვითმფრინავის დაბომბვისგან ჩვენი სახელმწიფო. ეს ხომ ჩვენ გავაკეთეთ! ეს ხომ თქვენი გმირობის და გამბედაობის პირდაპირი შედეგი იყო. საქართველომ შეძლო და შეაჩერა რუსეთი თბილისის კარიბჭესთან. ქართველმა ხალხმა შეძლო და შეინარჩუნა 2008 წელს ქართული სახელმწიფოებრიობა ისე, რომ პრაქტიკულად აღარავინ აღარ დებდა ჩვენზე ფსონს.

თქვენ ხართ ბოლო თაობა, რომელსაც ემახსოვრება ჩაბნელებული და გაყინული საქართველო, რომელშიც ბანდები დათარაშობდნენ, სადაც პურზე იდგა მრავალსაათიანი რიგები. თქვენ გემახსოვრებათ ისეთი სახელები, როგორიც არის „ატმორი“ და სხვა გამათბობელი და სხვა საშუალებები, „ტურბო“- ყველას გვახსოვს ეს, ნავთქურები. „დღეს ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს არც პრეზიდენტი, არც მთავრობა, რომელსაც რამე გადაწყვეტილების მიღება მოეკითხება - ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთი გაუნათლებელი, ტლუ, საქართველოს მტრის ხუშტურებს, პირად ახირებებს და ბოღმას, რომელსაც გადააყოლა საქართველოს განვითარება და წინსვლა. ამის პარალელურად, როცა ყველაფერს წყვეტს, მისი პასუხისმგებლობა ქართველი ერის წინაშე არის ნული. ის ხან პოლიტიკოსებს ათამაშებს, გაიყვანს პარტიიდან, შემოიყვანს, გააერთიანებს, ფულს ჩაუდებს და დანარჩენი დრო ზის თავის „ბრონირებულ“ აკვარიუმში და ერთობა ზვიგენებთან და ზებრებთან თამაშით, ხეების გადარგვით და ხანდახან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნით“,-აღნიშნა სააკაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

22 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი