უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 სექტემბერი, 2017 17:05
font-size

ოლიგარქები ყველგან ჩვენი მტრები არიან და ახლა ისინი არიან მორყეულები - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამჟამად დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იმყოფება, სადაც „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობას ესწრება. როგორც მან „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, ბოლო პერიოდში მას მჭიდრო კონტაქტი აქვს „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრებთან და ევროპარლამენტარებთან.

„EPP-ის ხელმძღვანელობასთან, ევროპარლამენტის წევრებთან ბოლო კვირები სულ მაქვს ურთიერთობა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სიტუაცია, რომელიც ჩემ გარშემო შეიქმნა უკრაინაში. უკრაინაში მე ვარ ყველაზე სწრაფად მზარდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ისინი ხელოვნურად ცდილობენ, ჩამომაშორონ პოლიტიკურ საქმიანობას“, - თქვა სააკაშვილმა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მტკიცებით, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში ოლიგარქები მორყეულები არიან. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოპოზიცია ამით უნდა ისარგებლოს.

„საქართველოში სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება. ოლიგარქები ყველგან ჩვენი მტრები არიან და ოლიგარქები ყველგან ახლა არიან მორყეულები. ამ მომენტის გაშვება არ შეიძლება არც ქართული ოპოზიციისთვის, არც იმ ხალხისთვის, ვინც მე მხარს მიჭერს უკრაინაში, ჩვენი მხარდამჭერებისთვის საქართველოსა და უკრაინაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მას მხარს უჭერენ ქართული და უკრაინული დიასპორები.

26 ივლისს გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მიუხედავად ამისა, ის უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს გეგმავს პოლონეთის მხრიდან.

ანა მებურიშვილი

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი