პოლიტიკა


ოლიგარქს აქ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას არავინ აპატიებს. მოუწევს რურუას გათავისუფლება - რომან გოცირიძე
“ოლიგარქს აქ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას და ქვეყნის თავის ჭკუით მართვას არავინ აპატიებს. მოუწევს რურუას გათავისუფლება,” - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.
„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციასაც მიიღებს და პოლიტპატიმრებსაც გაათავისუფლებს. ყველა გაათავისუფლა, დარჩა რურუა, მოუწევს. თუ არადა ამასაც ვნახავთ იმიტომ, რომ დღეს მსოფლიო ძალიან პატარაა. ოლიგარქს აქ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას და ქვეყნის თავის ჭკუით მართვას არავინ აპატიებს. მოუწევს რურუას გათავისუფლება, თუ არადა საკუთარი ფულის დაკარგვა მოუწევს. მის ანგარიშებს და მის აქტივებს დააყადაღებენ“, – აღნიშნა გოცირიძემ.
საქართველოში მოქმედმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და შეწყდეს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება.

48%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია
23 იანვარი, 2021 , 16:05

გიორგი გახარია კამალა ჰარისს მიმართავს -თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია
23 იანვარი, 2021 , 10:50

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის
23 იანვარი, 2021 , 10:50

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
23 იანვარი, 2021 , 10:50
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
22 იანვარი, 2021 , 21:19