უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 იანვარი, 2017 14:40
font-size

ოლიგარქს ვერ მოვუგებთ ფულით, ვერაგობით, ცბიერებით და ტყუილებით, ჩვენ მოვუგებთ იდეით და იდეალისტებით - მიხეილ სააკაშვილი

საქართვეკლოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან ზუსტად იცის, რომ ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან წინა რამდენიმე გასვლა ფინანსებს უკავშირდება.

როგორც სააკაშვილმა რუსთავი2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ამის შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილმა მოყვა, „მე ზუსტად ვიცი, წინა რამდენიმე გასვლა ნაციონალური მოძრაობიდან დაკავშირებული იყო ფინანსებთან. თვითონ ივანიშვილმა მოყვა ამის შესახებ და არავის უარუყვია. ხომ გახსოვთ, რა მოხდა „გირჩთან“ დაკავშირებით, რა მოხდა მეორე ჯგუფთან დაკავშირებით. იქ იყო მთელი ფინანსური გარჩევები და ერთი ამბები. ამიტომ იქ, სადაც ოლიგარქია, ყოველთვის ეს კითხვის ნიშანი არის ბუნებრივი. ივანიშვილს საერთოდ არ შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობა, თუ მას არ აქვს ფულადი ურთიერთობა.

დღეს ივანიშვილის ოცნებები რომ განხორციელებულიყო, უკვე 27 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო ყრილობა, რომელსაც უნდა გაეფორმებინა ახალი თავმჯდომარის არჩევა, გამოეცხადებინა, რომ მიშა სააკაშვილი არის ისტორია, რომელიც არა უშავს რა, მაგრამ ჩავაბარეთ წარსულს, ჩვენ ვართ ახლები, ჩვენთან შეიძლება ლაპარაკი და ნაციონალური მოძრაობა როგორც ხალხმა იცის შეწყვეტდა არსებობას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გათვალა, პარტიის ლიდერშიპის უმეტესი ნაწილი ამ სცენარს მიჰყვებოდა, სხვადასხვა მოტივაციით ალბათ.

„ეს არ განხორციელდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, აღმოჩნდა ერთი ფაქტორი, სრულიად გაუთვალისწინებელი, რაც ივანიშვილს ბოლომდე არ ესმის - რამდენიმე ათეული ათასი გულანთებული პატრიოტი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომლებმაც თქვეს - ნურას უკაცრავად, ჩვენ ვართ აქ მთავარი, არა ეს ხალხი, ვისაც თანამდებობები ან კაბინეტები აქვს, ვინც კომფორტულად გრძნობს თავს, ვინც ხელფასებს იღებს, კარგი მანქანით დადის, კარგს ჭამს, სვამს, ჩვენ, ვინც ეს პარტია ათრია, ჩვენ, ვინც შევქმენით ქართული სახელმწიფო. მე არ ვიცი ქიციც და ქიცმაცურიც და ამ ხალხმაც არ იცის ქიციც და ქიცმაცურიც, მათ იციან იდეალი, საქართველოს სჭირდება იდეალი და იდეალისტები. რა დაამარცხებს ოლიგარქს და მის ფულს? მხოლოდ იდეა და იდეალისტები. ჩვენ ოლიგარქს ვერ მოვუგებთ ფულით, ვერ მოვუგებთ ძალით, ვერ მოვუგებთ ვერაგობით და ცბიერებით, ვერ მოვუგებთ ტყუილებით, რადგან მაგის მსოფლიო ჩემპიონია. ჩვენ მოვუგებთ მხოლოდ იდეით და იდეალისტებით. ამიტომ ის, რომ პარტიაში რჩება იდეური ხალხი და იდეალისტები და სხვა ხალხი, ვინც დაიღალა, ჩამოიშალა და ზოგიერთი შეიძლება გაიყიდა კიდევაც, არ ვიცი, ეს დადებითი პროცესია, ამიტომ 20 იანვარს ყრილობამ უნდა აჩვენოს, დაუსვას ამას დიდი წერტილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

მე კახი კალაძის მუქარების არ მეშინია, მეშინია იმის, რომ ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო ქვეყანას არ დაემუქროს საფრთხე - თინა ხიდაშელი

5 მარტი, 2026 , 16:53

თინა ხიდაშელი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა. კალაძემ დღეს თინა ხიდაშელის განცხადებებს მოღალატეობრივი უწოდა და სამართალდამცავებს დაინტერესებისკენ მოუწოდა. საუბარია განცხად

კახა კალაძე თინა ხიდაშელის განცხადებაზე - ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ტერორისტები არიან ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ

5 მარტი, 2026 , 11:52

ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ტერორისტები არიან ზუსტად ის ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ – ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს, – ამის შესახებ თბილისის

სააკაშვილი არ განეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებსაც ცუდი, მით უმეტეს ძალადობა უნდათ თავისი ქვეყნისთვის - მისი მიზანია დიქტატურისგან ან ავტოკრატიული მმართველობისგან გათავისუფლდეს ქვეყანა - ირაკლი ფავლენიშვილი

2 მარტი, 2026 , 16:29

მიხეილ სააკაშვილსაც და ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ მშვიდობიანი ბრძოლის მეთოდის მომხრე ვართ. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ომი, საომარი მოქმედებები არავის სურს, მით უმეტეს ამ ქვეყნის პატრიოტებს, – ამის შესახებ &bdqu

კახა კალაძე შაბათ-კვირას აბუ დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი ვითარების გამო ჯერ ვერ ახერხებს გამოფრენას - თბილისის მერია

2 მარტი, 2026 , 11:49

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბუ დაბიში იმყოფებოდა და ჯერ გამოფრენას ვერ ახერხებს. „თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით

“იმედი” ბანკს ქმნის?! ანუ, ქართუ” ბანკმაც უარი უთხრა??? რუხაძის შემდეგ, “იმედს” ივანიშვილმაც ზურგი აქცია??? - კოტე კემულარია

27 თებერვალი, 2026 , 15:07

კრიზისი პიკს აღწევს—ტვ “იმედი” ბანკს ქმნის?! ეს განცხადება ადამიანურ ენაზე ასე ითარგმნება: “ვინაიდან ბანკები უარს გვეუბნებიან მომსახურებაზე, “იმედი” საკუთარ ბანკს შექმნისო?!&

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი