უკან

საზოგადოება

24 მარტი, 2017 15:30
font-size

ომბუდსმენი „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მდგომარეობის გაუმჯობესებას მოითხოვს

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ზომები მიიღოს „ბროწლიანის სათნოების სახლში“ სერვისისა და ზოგადო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ომბუდსმენი ითხოვს უწყებისგან, რომ იქ მყოფი ბენეფიციარების უფლებების დაცვა იყოს უზრუნველყოფილი.

სახალხო დამცველის რეკომენდაციები ეფუძნება მის არაგეგმიურ ვიზიტს „ბროწლიანის სათნოების სახლში“.

„მედიანიუსი“ ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 21 მარტს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლში“ არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული არაგეგმური ვიზიტისას შემოწმდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის განხორციელებისა და „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მინიმალური სტანდარტებით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულების საკითხი.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მომსახურების მიწოდება არ ხორციელდება ბენეფიციარებზე ორიენტირებულ გარემოში. სერვისი არ არის მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე, არ არის დაცული უსაფრთხოება და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სათანადო ყურადღება არ ექცევა ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან არ ხდება მათი სოციალური აქტიურობის ხელშეწყობა. დაუყოვნებელ ცვლილებას საჭიროებს რთული ქცევის მართვის კუთხით დაწესებულებაში დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკა.

გამოვლენილი პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა, მოუწოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მიერ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და ეროვნული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება. ამასთან უზრუნველყოს სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში ბენეფიციართათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია, მიღებულ იქნეს ქმედითი ზომები დაწესებულებაში განთავსებული ბენეფიციარების უფლებების სათანადოდ რეალიზებისა და მათი კომპლექსური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით; განსაკუთრებით ყურადსაღებია მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირების ისეთ სერვისში განთავსების პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათი საბაზისო სამედიცინო თუ სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

17 ოქტომბერი, 2019 , 10:25

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათი

“მოგიწოდებთ პატივი ვცეთ ერთმანეთის პროფესიულ თავისუფლებასა და გამოხატვის უფლებას” - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

16 ოქტომბერი, 2019 , 20:07

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი განცხადებას ავრცელებს. როგორც ასათიანი აცხადებს, მზად არის პირადად შეასრულოს მედიატორის ფუნქცია, რათა პროფესიული ინტერესების შესაბამისად დარეგულირდეს არსებული თ

თავდაცვის მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო

16 ოქტომბერი, 2019 , 17:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. თავდაცვის მინ

მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველო მიმართავს განათლების რეფორმის მიმართულებით - მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი

16 ოქტომბერი, 2019 , 17:00

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შეხვდა. მხარეებმა დადებითა

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

16 ოქტომბერი, 2019 , 17:00

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციი

`კაი ბიჭის ლაპარაკზე არ იღიმებიანო... ორმა დანა დაარტყა, ერთმა კი ჩაქუჩი` - გლდანში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

16 ოქტომბერი, 2019 , 16:45

სისხლიანი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის - დაჭრილია ორი პირი. შემთხვევა გლდანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში მოხდა. მომხდარ დაპირისპირებაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ვერსია ვრცელდება, დაშავებულის დედის განცხა