უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 აპრილი, 2017 12:00
font-size

ომბუდსმენი ელისო კილაძის ვაჟის დაკავებაზე: პროკურატურას უნდა გამოეძიებინა დაზიანებებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია

ჩვენ ვსწავლობთ საქმეს და ომბუდსმენის წარმომადგენლები შეხვდნენ დაკავებულს რამდენიმე დღის წინ, - განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ელისო კილაძის შვილის საქმესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პროკურატურას უნდა გამოეძიებინა იმ დაზიანებებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავებულს ჰქონდა.

”ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, რომ პროკურატურას უნდა გამოეძიებინა დაზიანებებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია და უნდა გადაემოწმებინა, თუ როდის და რა გარემოებაში მოხდა ასეთი დაზიანებების მიყენება. ასევე მნიშვნელოვანია საქმის დეტალები, მათ შორის პროცესუალური დარღვევები, რომელზეც თავად დაკავებული საუბრობს. მნიშვნელოვანია ყველა ასეთი ფაქტი იყოს გადამოწმებული და გამოძიების რეაგირება მოხდეს”, - განაცხადა ომბუდსმენმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, ასევე კრიმინალურ პოლიციასაც ჰქონდეს სამხრე ვიდეოკამერები დაკავების დროს, თუმცა ეს რეკომენდაცია დღემდე არ არის გაზიარებული.

ნინო ექვთიმიშვილი

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი გაათავისუფლეს

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2000-2000-

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

17 ოქტომბერი, 2019 , 17:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და ქალაქ ოზურგეთში განხორც

თბილისში მდებარე ღამის კლუბში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა

17 ოქტომბერი, 2019 , 17:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში მდებარე

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ კიდევ ორი მსჯავრდებული გაამართლა

17 ოქტომბერი, 2019 , 16:30

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გასამართლებული გია ჭანჭალეიშვილი და რომან ჩხაიძე გაამართლა. უწყებ

„რუსთავი 2“-ის წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

17 ოქტომბერი, 2019 , 16:30

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. როგორც კახა კოჟორიძე

20 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი გაათავისუფლეს

17 ოქტომბერი, 2019 , 15:00

20 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მუხრან ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა. დღევანდელ სასამართლო სხ