უკან

საზოგადოება

22 მაისი, 2017 12:10
font-size

ომბუდსმენი კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

,,დღეს კავკასიაში რუსულ-კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 1864 წლის 21 მაისს კრასნაია პოლიანაზე დამარცხდნენ კავკასიის ხალხები, მათ შორის ადიღეელები, უბიხები და აფხაზები. ომებისა და მუჰაჯირობის შედეგად ფაქტობრივად გაქრა ამ ხალხების კვალი მათი საცხოვრებელი ადგილებიდან, დაიკარგა მათი მატერიალური კულტურა და ენა. 1864-1877 წლებში კი 80 000-მდე აფხაზი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სამშობლო. მუჰაჯირობამ გაამწვავა აფხაზეთში დემოგრაფიული პრობლემა, რომელიც აფხაზებისათვის დღესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მუჰაჯირობა შეეხოთ დაახლოებით 150 000 ქართველ მუსლიმსაც, ძირითადად დღევანდელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.

სახალხო დამცველი პატივს მიაგებს კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნას. საჭიროა სათანადოდ გაანალიზებულ იქნას ეს მოვლენები და მათი შედეგები, ისევე, როგორც მათი გავლენა დღევანდელ კონფლიქტებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ქმედებები მომავალში. ამ მოვლენის სათანადო შეფასება ხელისუფლებებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და აქტიური ნაბიჯების გადადგმა ამ ხალხთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობას და ამ ხალხთა უფლებების აღდგენას.’’

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 მაისი, 2020 , 11:00

26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის, საქართველოში კო

მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 16:34

"მოვუწოდებ ყველას, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ყველა წესის გათვალისწინება. ამუშავდა მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ე

„პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ” - ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

30 მაისი, 2020 , 16:15

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფეს

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

30 მაისი, 2020 , 15:41

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 15:00

გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

30 მაისი, 2020 , 14:47

დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარ