უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ოქტომბერი, 2017 15:15
font-size

ომბუდსმენი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს

3 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ს.-ს მიმართ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა და ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საქმის წარმოების განახლება მოითხოვა, - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის ინფორმაციით, საქმის მასალების გაცნობისა და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრომ ყოველმხრივ და ამომწურავად არ გამოიკვლია საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება.

,,ამასთანავე, მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული; სამინისტრომ, სრულყოფილად არ შეაფასა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა გადასაწყვეტ საკითხთან. მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რის გამოც დღის წესრიგში დგება მისი ბათილად ცნობის საკითხი“, - ნათქვამია სახალხო დამცველსი განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს - გიორგი გახარია

26 მაისი, 2020 , 15:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაურის თქმით, არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ

ბრიტანეთის დედოფალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი, 2020 , 15:00

ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და მოსახლოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „დიდი სიხარულით გიგზავნით გულმხურვალე მილოცვას ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. საუკეთესო სურვილებს ვუსურვე

ზაზა ოქუაშვილის დაფუძნებულმა კომპანიებმა `მთავარი არხის` 40%-იანი წილი შეიძინეს

26 მაისი, 2020 , 13:38

“მთავარ არხს” ახალი მეწილეები ჰყავს. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით არხის მოქმედმა მფლობელებმა: ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ ტელევიზიის წილები გაასხვისეს. „მთავარი არხის“ 40%-

ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26 მაისი, 2020 , 13:24

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, საქართველოს დამოუკიდებლობის 102 წლისთავის აღსანიშნავად, 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან, საქართველოს დროშის ფერებში განათდა, - ამის შესახებ ინფორმაცია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი, 2020 , 13:10

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. უწყება განცხადებას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. „გამოვხატავთ ჩვენს გულთბილ მილოცვას ჩვენი მეგობარი ქართველ ხალხის

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს, აფხაზ და ოს ძმებს ვულოცავ 26 მაისს უდიდესი რწმენით, რომ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას - გიორგი გახარია

26 მაისი, 2020 , 12:47

უდიდესი პატივია, გვქონდეს საშუალება, ჩვენს მოქალაქეებს დღეს აქედან მივულოცოთ 26 მაისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე განაცხადა, სადაც საქ