უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 მარტი, 2017 14:00
font-size

ომბუდსმენი პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წინადედებით გამოდის

სახალხო დამცველი„პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტსა და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით წინადადებით გამოდის.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ ინსტიტუციურ რეფორმას და პოზიტიურად აფასებს წარმოდგენილი რეფორმის ისეთ მნიშველოვან ასპექტებს როგორიცაა: გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების შემცირება, ქალი მსჯავრდებულებისათვის დამატებითი შეღავათების შემოღება და სხვა.

,,სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ცვლილებები დადებითად აისახება პენიტენციურ სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ზოგიერთი ცვლილება მნიშვნელოვან გადახედვას საჭიროებს.

კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, ხანმოკლე და ვიდეო პაემნის მიმდინარეობის დროს დასაშვები ხდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ამ პროცესზე მხოლოდ ვიზუალური კონტროლის შესაძლებლობას. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ელექტრონული კონტროლის ფარგლებში ხანმოკლე ან ვიდეო პაემნის აუდიო მეთვალყურეობა და ჩაწერა არ უნდა განხორციელდეს, გარდა იმ შემთხვევისა როცა ეს ხდება ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში.

წარმოდგენილი ცვლილებებით მსჯავრდებულებს, რომელთაც დაკისრებული აქვთ დისციპლინური სახდელი, ეზღუდებათ ვიდეოპაემნისა და ხანგრძლივი პაემნის უფლება, სახდელის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც რიგ შემთხვევებში 1 წლამდეც გრძელდება. ასეთი პრაქტიკა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში აქამდეც არსებობდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია გარე-სამყაროსთან კონტაქტის ამ სახით შეზღუდვა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის თანმდევი შედეგი, რადგან ეს წინააღმდეგობაშია იმ ამოსავალ პრინციპთან, რომ პატიმრის გარე-სამყაროსთან კონტაქტი მაქსიმალურად უნდა იქნეს წახალისებული.

ცვლილებების მიხედვით, ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მსჯავრდებულის ავადმყოფობის გარდა მხედველობაში იღებს სხვა საკითხებსაც, მაგალითად, პიროვნულ თვისებებს, კრიმინალურ წარსულს და სხვ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო პაკეტის შესაბამის დებულებებში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში იღებს რამდენად არის შესაძლებელი მსჯავრდებულისათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობის უზრუნველყოფა პენიტენციურ სისტემაში.

ცვლილებების მიხედვით მცირდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა (შემოთავაზებულ კანონპროექტში გამოყენებულია ტერმინი დისციპლინური პატიმრობა). სახალხო დამცველი მიესალმება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის შემცირებას. თუმცა, მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული (დისციპლინური) პატიმრობა, როგორც სასჯელის ფორმა სრულად უნდა გაუქმდეს, ხოლო თუკი სასჯელის ეს ზომა კვლავ იმოქმედებს, მაშინ მისი ხანგრძლივობა უნდა შემცირდეს მაქსიმუმ 15 დღემდე და მსჯავრდებულს, ვის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური პატიმრობის სამართალწარმოება, უნდა მიეცეს უფლება სრულად ისარგებლოს იმ პროცედურული გარანტიებით, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პროცესში.

საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერის აკრძალვას, დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულებისათვის სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას, უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვის ახლებურ წესს, ასვე მიიჩნევს, რომ აუცილებელია პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართობის ნორმა შესაბამისობაში მოვიდეს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მკაცრად განსაზღვრულ მინიმალურ სტანდარტებთან’’, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, მოიყვანოს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი და გამოთქვამს სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას.” – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვის 28 ფაქტი გამოვლინდა

26 მაისი, 2020 , 15:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლ

ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

25 მაისი, 2020 , 20:35

ლეიბორისტული პარტიის წვერის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ამ მომენტისათვის, ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დაწესებულებიდან გათავისუფლებულია. ცნობილია, რომ პროცესი 10 ივნისს ჩაინიშნა. ცნობისთვის, ჩხარტიშვილი

ჯარიმის ან საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე, თბილისის ტერიტორიაზე პარკირების წესებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს

25 მაისი, 2020 , 17:56

ჯარიმის ან შესაბამისი საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის 10 აპრილამდე, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს. საუბარია &bd

პროკურატურამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

25 მაისი, 2020 , 17:48

პროკურატურამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს ბართლომე შელიასა და დავით ღურწკაიას ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნი

ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

25 მაისი, 2020 , 16:17

დღეს, ვაზისუბანში, ალუბლების ბაღში უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ლეიბორისტული პარტიოს ერ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. როგორც ამ წუთებში ჩვენთვის ცნობილია, ნახევარ საათში გადაიყვანენ თბილისის ს

20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულებს პროკურატურა დაზარალებულის სტატუსს კვლავ არ ანიჭებს - საია

25 მაისი, 2020 , 11:35

თბილისი. მედიანიუსი. 25.05.20. პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს, რომელთა ინტერესებს საია იცავს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარი უთხრა, – ამის შესახებ ინფორმაციას