უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 თებერვალი, 2017 18:00
font-size

ომბუდსმენი სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტარებს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა პარლამენტის დეპუტატებს. საკითხი ეხება პარლამენტის წევრების მიერ სიძულვილის ენის ან სხვადასხვა დაუცველი ჯგუფის შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას.

ომბუდსმენი, პარლამენტარების მიერ სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების პრევენციის მიზნით, 3-პუნქტიანი წინადადებით გამოდის, რაც გულისხმობს:

განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრის „მოვალეობის შესრულების“ ცნების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის შესაძლებლობა;

პარლამენტის წევრის „მოვალეობის შესრულების“ ცნების განსაზღვრის შემთხვევაში, განიხილოს „მოვალეობის შესრულების“ ფარგლებს გარეთ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, „სიძულვილის ენის“ შემცველი განცხადებების, ან დანაშაულებრივი მოწოდებების გამო პარლამენტის წევრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის შექმნის შესაძლებლობა;

სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის და მისი განხორციელების ფორმების შექმნა მოხდეს ვენეციის კომისიის შესაბამის ანგარიშში განხილული მოდელების (სასამართლოს ან პარლამენტის მიერ იმის განსაზღვრა, ექცევა თუ არა პარლამენტარის გამონათქვამი მისი ინდემნიტეტის ფარგლებში) გათვალისწინებით.

გავრცლებულ მიმართვაში უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ ფაქტებზე. კერძოდ, მაგალითადაა მოყვანილი 2016 წლის 3 თებერვალს პარლამენტის წევრის გოგი თოფაძის გამოსვლა, როცა მან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები „ავადმყოფები“ უწოდა.

მიმართვაში მითითებული შემთხვევები ძირითადად მე-8 მოწვევის პარლამენტარებს ეკუთვნით.

ანა მებურიშვილი

გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ჩატარდება

20 ნოემბერი, 2018 , 17:50

22 ნოემბერს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ერთდღიანი გრიპის უფასო ვაქცინაციის აქცია ჩატარდება. როგორც „მედიანიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დ

სახალხო დამცველმა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლას ეწვია და საჯარო ლექცია გამართა. ნინო ლომჯარიამ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, პროფესორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის მან

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

რა ხდება გლობალურად ეკონომიკაში, როგორ იცვლება ბიზნესმოდელები ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფოები და მათ შორის, საქართველო ამ მიმართულებით, - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა დღე

კონკურენციის პოლიტიკა და ფარმაცევტული სექტორი - საჯარო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისათვის სემინარი ჩატარდა

20 ნოემბერი, 2018 , 16:20

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა სემინარი გახსნა თემაზე - „კონკურენციის პოლიტიკა და ფარმაცევტული სექტორი“. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე; საქართ

ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

20 ნოემბერი, 2018 , 16:20

დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2019 - 2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ევროპის საბჭოსა (CoE) ევროკავშირისა და გაეროს განვით

საქართველოს ბანკის პარტნიორობით popXspotlight-ი გაიმართა

20 ნოემბერი, 2018 , 16:20

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მხარდაჭერით რიგით პირველი popXspotlight გაიმართა. ეს არის მარკეტინგული ღონისძიება Spotlight-ების სერიიდან, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნა. საქართველოს ბანკისათვი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`