უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 თებერვალი, 2017 14:45
font-size

ომბუდსმენი სოციალური მომსახურების სააგენტოს არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის მიმართ უყურადღებობისთვის აკრიტიკებს

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის მიმართ არასათანადო ყურადღების მიქცევისთვის აკრიტიკებს.

„მედიანიუსი“ ომბუდსმენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 3 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის შემთხვევაზე არაეფექტურ რეაგირებასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ მასწავლებლებისა და სკოლის მიმართ არსებული პრეტენზიებისა და სავარაუდო ძალადობის გამო, მამა შვილებს 2016 წლის აპრილის თვიდან არ უშვებს საგანანმანათლებლო დაწესებულებაში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, იკვეთება ბავშვების მიმართ მამის მხრიდან ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. ოჯახი ვერ უზრუნველყოფს ბავშვების სათანადო ფსიქო-ემოციურ განვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ მამის მიერ ბავშვებისათვის განათლების მიღების პროცესის შეწყვეტის ფაქტი 2015 წელსაც დაფიქსირდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მშობლების მხრიდან იკვეთება მოვალეობების არასათანადოდ შესრულება და არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების უგულებელყოფა. ასეთ შემთხვევაში კი ბავშვების ინტერესების დაცვა და მათი უფლებების განხორციელება სახელმწიფოს ვალდებულებაა.
აღნიშნულის მიუხედავად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არ განახორციელა ქმედითი ზომები და არასრულწლოვნები კვლავ მოწყვეტილი არიან სასწავლო პროცესს. შესაბამისად, პასუხისმგებელმა პირებმა, ვისაც ევალებათ ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტზე რეაგირება, შესაძლოა თავად მიაყენონ ზიანი ბავშვს, თუ ისინი ეფექტურად ვერ ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციაში მოუწოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მიღებულ იქნას ყველა საჭირო ზომა, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, მათი უფლებების დაცვისა და უმოკლეს ვადაში განათლების უფლების უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი