უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 მაისი, 2017 16:40
font-size

ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს

2017 წლის 10 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს.

პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის აეროპორტიდან გაემგზავრნენ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 56 მოქალაქის დაბრუნების პროცესს დაესწრნენ.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, დასაბრუნებელი პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს გერმანიისა და საბერძნეთისა სასაზღვრო პოლიციამ თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფსა და ათენში) გადასცა. პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი (FRONTEX)“.

,,დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, დაფიქსირდა რამდენიმე ხარვეზი. კერძოდ, კვლავ არ ხდება დასაბრუნებელ პირთა ინფორმირება საქართველოში ჩამოფრენის ზუსტი დროის შესახებ. ასევე, პრობლემად რჩება დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კონტაქტის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ წინა მონიტორინგების მსგავსად, აღნიშნული პირების ტელეფონით სარგებლობის უზრუნველყოფა განხორციელდა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ „ფრონტექსის“ წარმომადგენლებისათვის პრობლემის შეტყობინების შემდგომ’’, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

რუსეთი, მცოცავი ოკუპაციით, უკვე თბილისიდან 30 კილომეტრშია - სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი, 2020 , 17:55

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა სავალალოა და მუდმივად უარესდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოს

საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს

28 იანვარი, 2020 , 17:50

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას და მორიგ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვ

გამოძიება არც ყოფილა, არც ჰქონდა ამას დასაწყისი და არც აქვს დასასრული - მალხაზ მაჩალიკაშვილი

28 იანვარი, 2020 , 17:50

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება არც კი ყოფილა. „ეს გამოძიება არც ყოფილა, არც ჰქონდა ამას დასაწყისი და არც აქვს დასასრული", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. შეგახსენებთ,

დღეს მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან - სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი, 2020 , 17:35

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და სრულად დაცულია. მაგრამ რეალობა კანონმდებლობის ჩარჩოებს სცდება: თავისუფლებას არ აქვს საზღვარი, რაც ხშირად საზოგადოებას სიძულვილის ენით ამძიმებს,

ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა -პაატა იმნაძე

28 იანვარი, 2020 , 16:45

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პაატა იმნაძის განცხადებით, 22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვ

თითოეული წამი და წუთი გადამწყვეტია, როდესაც შემოდის საგანგაშო ზარი - ვახტანგ გომელაური

28 იანვარი, 2020 , 16:25

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და „112“ გაერთიანება იქნება უფრო წა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`