უახლესი ამბები
- 14.11.2025 19:12მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის პირველი იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცი იკრძალება
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
არქივი
პოლიტიკა
ომბუდსმენმა „მაუწყებლობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონები უარყოფითად შეაფასა
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თავის 2017 წლის ანგარიშში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები უარყოფითად შეაფასა.
„საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ახალი ხელმძღვანელობის პირობებში მიმდინარე მოვლენებმა. მათ შორის, სახალხო დამცველმა უარყოფითად შეაფასა მენეჯმენტის მიერ 2017 წლის დასაწყისში წარმოდგენილი ხედვა, რომელიც გადაცემების დახურვას მხოლოდ მათ რეიტინგს უკავშირებდა.
უარყოფითად უნდა შეფასდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები. კერძოდ, ახალი საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განხორციელებულ მთელ რიგ შესყიდვებზე აღარ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. შედეგად, მოცემულ ეტაპზე დაწესებულების მიერ განხორციელებული შესყიდვები საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებს გარეთ რჩება, რაც მნიშვნელოვან შეკითხვებს აჩენს მისი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ახალი საკანონმდებლო ჩარჩო საზოგადოებრივ მაუწყებელს ანიჭებს უფლებამოსილებას, კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისებისკენ მიმართოს, რაც, მსგავსი საწარმოების საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ბიუჯეტის მიზნობრივად ხარჯვის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. ამასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრინციპს, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალია კომერციული გავლენისგან.
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, აგრეთვე გამოიკვეთა საზოგადოებრივ მაუწყებელში შრომითი უფლებების რეალიზების კუთხით არსებული სხვადასხვა სახის პრობლემა, რაც უკავშირდებოდა ობიექტური გარემოებების გარეშე მოკლევადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას, თანამშრომელთა სამსახურში უკონკურსოდ აყვანას, დისკრიმინაციული საფუძვლით თანამშრომლის გათავისუფლებას“,- წერია ანგარიშში.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

