უახლესი ამბები
- 03.03.2021 21:26ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 21:18„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 17:25დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
- 03.03.2021 17:25პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
- 03.03.2021 17:25დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
- 03.03.2021 17:00ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
- 03.03.2021 17:00გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
არქივი
სამართალი


ომბუდსმენმა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადაციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებები წარუდგინა
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო მეგობრის სტატუსით მიმართა.
ომბუდსმენის მიმარტვაში მითითებულია ის გარემოებები, თუ რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის მოთხოვნა ჩაბუქის ექსტრადირების შესახებ.
„პროკურატურამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, მოხდეს თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირება. სამშაბათს ჩანიშნულია საქმის განმხილველი სხდომა. დღეს მე, როგორც სახალხო დამცველმა, მივმართე საქალაქო სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით, სადაც განხილული გვაქვს ის გარემოებები და განმარტებები, თუ რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ექსტრადირების მოთხოვნა. ექსტრადირება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობთ, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია, ასევე დაირღვევა ევროსასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენცია, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი აღიარებული პრინციპები. ზემოაღნიშნული აქტებით, დადგენილია რამდენიმე გარემოება, რა შემთხვევაშიც არ შეიძლება პირი დაექვემდებაროს ექსტრადიციას სხვა ქვეყანაში, ხოლო ბატონი ჩაბუქის შემთხვევაში ადგილი აქვს არაერთ, არამედ რამდენიმე ასეთ გარემობას, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმის თქმის საფუძველს, რომ პირი არ უნდა დაექვემდებაროს ექსტრადირებას თურქეთის რესპუბლიკაში”, - განაცხადა ლომჯარიამ გუშინდელ ბრიფინგზე.
ომბუდსმენმა არ გამორიცხა, რომ ჩაბუქის თურქეთში გადაყვანის შემთხვევაში ის, შესაძლოა, გახდეს პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი.
„საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები მიუთითებს, რომ აღნიშნული სახის ბრალდებებით დევნიან პოლიტიკურ აქტივისტებს, რათა მათ წაერთვათ აზრისა და გამოხატვის უფლება. რაც შეეხება მეორე გარემოებას, მაღალი არის რისკი და ალბათობა იმისა, რომ პირი შესაძლოა, არ დაექვემდებაროს მაღალი სტანდარტის სასამართლო განხილვას. თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკაში ბრალდებულებს წაერთვათ ადვოკატებთან კონფიდენციალურად კომუნიკაციის უფლება და ისინი ვერ სარგებლობენ მთელი რიგი კონსტიტუციური გარანტიებით. ასევე, მაღალია ალბათობა, პირი დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მაღალია ალბათობა არაადამიანური მოპყრობისა. ხშირ შემთხვევაში წამების მიუხედავად ამ ფაქტების სათანადო გამოძიება ვერ ხდება და მსხვერპლები უკვალოდაც უჩინარდებიან. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, თუმცა მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დიპლომატიური გარანტიები არ პასუხობს იმ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რაც დადგენილია ექსტრადიციის შემთხვევაში. მთელი რიგი ევროკავშირის წევრი ქვეყნები უარს ეუბნებიან თურქეთის ხელისუფლებას ექსტრადიციის თაობაზე და ადგილობრივი სასამართლოები სათანადო დასაბუთებად არ მიიჩნევენ გაცემულ დიპლომატიურ გარანტიებს. ვფიქრობ, რომ ჩვენი სასამართლოს მიერაც აღნიშნული გარემოებები უნდა იყოს გათვალისწინებული“, - განაცხადა ლომჯარიამ.
თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს თურქეთის მხარის მოთხოვნით, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში იყო ჩართული. დაკავებულსა და მის ოჯახს საქართველოს დევნილთა სამინისტრომ ლტოლვილთა სტატუსსზე უარი უთხრა.
დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს წინსაექსტრადაციო პატიმრობის დრო საქართველოს საპატიმროში 24 თებერვალს უმთავრდება.
საკვანძო სიტყვები:

გორში `ნაციონალური მოძრაობის` ოფისის დარბევის გამო კიდევ ორი პირი დააკავეს
3 მარტი, 2021 , 12:55

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
3 მარტი, 2021 , 10:40

კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
2 მარტი, 2021 , 16:00

დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებულ შპს „ორბიტას“ დირექტორს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2 მარტი, 2021 , 14:55

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა
2 მარტი, 2021 , 11:50

ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
1 მარტი, 2021 , 17:15