უკან

პოლიტიკა

31 მაისი, 2017 18:45
font-size

ომბუდსმენმა საარჩევნო პროცესის მონიტორინგისას აღმოჩენილი გამოწვევების შესახებ კვლევა და ხარვეზების აღმოფხვრისათვის აუცილებელი რეკომენდაციები წარადგინა

2017 წლის 31 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესის მონიტორინგისას აღმოჩენილი გამოწვევების შესახებ სპეციალური კვლევა და ხარვეზების აღმოფხვრისათვის აუცილებელი რეკომენდაციები წარუდგინა; რაც როგორც ომბუდსენის აპარატში აცხადებენ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, კენჭისყრის პროცესში არსებული დარღვევების აბსოლუტური უმრავლესობის აღმოფხვრა შესაძლებელია საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული გადამზადების შედეგად.

,,არჩევნების მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ ამომრჩევლის ინფორმირებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა არ იყო საკმარისი, რამაც ამომრჩევლების ნაწილს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ბევრი უპასუხო კითხვა გაუჩინა. აღსანიშნავია ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა, სადაც პოლიციის მუშაკები საწყის ეტაპზე დანაშაულებრივი ქმედებების დამკვირვებლის როლით კმაყოფილდებოდნენ.

კვლევა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ პროექტის „ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგი საარჩევნო პერიოდში“ მხარდაჭერით განხორციელდა.

მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველის რეკომენდაციები წარედგინა საქართველოს პარლამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებია:

დაიწყოს საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობა კენჭისყრის პროცესების ბიომეტრიულ მეთოდზე გადასაყვანად. ამასთან, შემუშავდეს მეთოდოლოგია და რეკომენდაციები, გადამზადდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები; გადაიხედოს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა მომზადების სტანდარტები საქართველოს სახალხო დამცველს და მისი სპეციალური რწმუნებით აღჭურვილ პირებს კანონით მიეცეთ კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო უბნებზე დაუბრკოლებლად შესვლის და აუცილებელი ინფორმაციის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით შეეზღუდოს წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლობის მომსახურების შესყიდვა „საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით“, რაც შესაძლოა ირიბად ემსახურებოდეს სამთავრობო გუნდის წინასაარჩევნო ინტერესებს უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო კოდექსი, რომლის მიხედვით, კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესში პოლიციის მუშაკები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი ყოფნა აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან მისი დაცვისათვის; პოლიციის მუშაკებმა კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორია უნდა დატოვონ ასეთი აუცილებლობის აღმოფხვრისთანავე მოახდინოს დროული, ეფექტური და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისი რეაგირება ძალადობის გამოვლინების თითოეულ ფაქტზე უზრუნველყოფილი იყოს, რომ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არ მოხდეს ძალის გადამეტება, ხოლო გადამეტების ან არასათანადო რეაგირების შესახებ მიღებულ ყველა შემთხვევაში ჩატარდეს დროული და ეფექტიანი გამოძიება

პენიტენციურ დაწესებულებაში დანერგოს ეფექტიანი სისტემა, რომლის მიხედვითაც პენიტენციურის დაწესებულებები შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს მიაწვდიან არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე მსჯავრდებულების სრულყოფილ სიას’’, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს უკვე მიმართა

18 აპრილი, 2024 , 12:41

პრეზიდენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ხელი არ მოაწერა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. პრეზიდენტის ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

18 აპრილი, 2024 , 11:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი