უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 მარტი, 2017 12:15
font-size

ომბუდსმენმა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წარადგინა სასამართლოს მეგობრის (Amicus curiae) მოსაზრება სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით.

განცხადების თანახმად, სექსუალური შევიწროება მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მასთან საბრძოლველად საჭიროა, სასამართლომ მეტად იმუშაოს ამ საკითხზე და განავითაროს საკუთარი პრაქტიკა ამ მიმართულებით.

„2017 წლის 17 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus curiae) მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეზე, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან მის დაქვემდებარებაში მყოფი ქალის სექსუალურ შევიწროებას ეხება. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში კავშირი „საფარი“ წარმოადგენს.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა შევიწროების/სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის განსაკუთრებულ სამართლებრივ ასპექტებზე და წარმოადგინა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტები და შედარებითი ანალიზი.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დისკრიმინაციის ამ ფორმის მსხვერპლები, როგორც წესი, არიან ქალები, თუმცა, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით ისინი უარს ამბობენ დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებაზე. ერთი მხრივ, მსხვერპლისთვის რთულია მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირება და მტკიცებულებების შეგროვება, მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი წნეხის გამო მსხვერპლი თავს არიდებს სხვა პირებთან თუ ორგანიზაციებთან მსგავსი ფაქტების შესახებ საუბარს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შევიწროების/სექსუალური შევიწროების საკითხებზე სწორი პრაქტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი, ვინაიდან ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს საკანონმდებლო ბაზა არ არის სრულყოფილი, საერთო სასამართლოების პრაქტიკა კი ამ მხრივ ძალიან მწირია“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა

22 ოქტომბერი, 2019 , 12:35

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმ

კომუნიკაციების კომისიამ საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს „მედიის ეკონომიკის“ სწავლების მეთოდი გააცნო

22 ოქტომბერი, 2019 , 12:05

კომუნიკაციების კომისიამ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგზე 10-მდე საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები „მედიის ეკონომიკის“ სწავლების მეთოდს გაეცნენ. კომისიის მედიაწიგნიერების ხელ

ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო გემი შევიდა

22 ოქტომბერი, 2019 , 11:20

ბათუმის ნავსადგურში შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Porter-ი. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, Porter-ი Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტე

კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა

22 ოქტომბერი, 2019 , 11:20

3500-მდე წიგნითა და ალბომით გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე შეივსო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. თსუ ემერიტუსი პროფესორის კლაუს ჰიპისა და გერმანიის ფედერაციულ რე

ჟანდარმერიის არქივის პირველი გამოფენა გაიმართება

22 ოქტომბერი, 2019 , 11:20

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს ფონდის დოკუმენტები უახლოეს ხანში საზოგადოებას გამოფენისა და ვებპროგრამის მეშვეობით პირველად წარედგინება. ჟანდარმერია 1820-იან წლებ

კრწანისის ტყეპარკში ხის დარგვის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია გაიმართა

22 ოქტომბერი, 2019 , 11:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით კრწანისის ტყეპარკში საქართველოს წითელი ნუსხისა და ტყისშემქნელი სახეობის ნერგებით ხეივანი გაშენდა. ჯამში 200-მდე ტუიას, ძელქვისა და თელ