უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 სექტემბერი, 2019 16:29
font-size

„ომეგა ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს

მამუკა ხაზარაძის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან თი ბი სი ბანკის უფლებამოსილმა პირებმა 4 მილიონამდე თანხის გაცემით უხეშად დაარღვიეს საბანკო სფეროში მოქმედი კანონდებლობა,- ამის შესახებ ნათქვამია „ომეგა ჯგუფის“ განცხადებაში.

„2019 წლის 15 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „მთავარი აქცენტების“ სტუმარმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის შესაბამისი ვალუტის თი ბი სი ბანკიდან უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აღნიშნული თანხა გაიცა დირექტორებზე, რომლებსაც დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ თიბისი ბანკთან და ამასთან, თანხის გაცემა განხორციელდა სამუშაო პერიოდში.

აღნიშნული განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ თანხა ნამდვილად გაცემული იქნა იურიდილი პირებისთვის განკუთვნილი მომსახურების საათეების დასრულების შემდეგ, რასაც ადასტურებს სალაროს გასავლის ორდერი და არც შესაბამისი დირექტორები იყვნენ თიბისი ბანკის ამ ოპერაციამდე საქმიან ურთიერთობებში, TBC ბანკს არ გააჩნდა არავითარი უფლება ეს თანხა გაეცა, თანხის გაცემისთვის აუცილებლი სათანადო დოკუმენტაციის არქონის გამო, რაც საბოლოოდ განხორციელდა ყოფილი გენერალური პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის და იმდროინდელი ბიზნესოომბუდსმენისა და დღევანელი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ბანკის მენეჯმენტზე, მათ შორის უშუალოდ, პირდაპირ მამუკა ხაზარაძეზე განხორციელებული ზეწოლის და მითითების შედეგად.

,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად (5.2. ,,ი“ და 6.10 მუხლების მოთხოვნები), ბანკი ვალდებული იყო განეხორციელებინა მონიტორინგი და მოეხდინა ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, მიეღო გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია კი ,,თიბისი ბანკს“ არც 2016 წლის 21 აპრილს და არც 22 აპრილს არ მოუხდენია და ვერც მოახდენდა, იმ მიზეზის გამო, რომ ბანკისთვის წარდგენილი არ ყოფილა ე.წ. ,,ინქუმბენსის სერთიფიკატი“, რომელიც სავალდებულოა კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიცირებისათვის. ამგვარი სერთიფიკატი გაცემული იქნა მხოლოდ 2016 წლის 28 აპრილს, ხოლო ნოტარიულად დამოწმებული და „თიბისი ბანკში“ წარდგენილი იქნა 2016 წლის 17 მაისს . ეს დოკუმენტაცია თი ბი სი ბანკისთვის არ იყო წარდგენილი იმ მიზეზით, რომ არ განხორციელებულიყო „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი თანხების იძულებითი დაუფლება - მოთხოვნა, რომელიც ექს პრემიერ ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა.

შესაბამისად, მამუკა ხაზარაძის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან თი ბი სი ბანკის უფლებამოსილმა პირებმა 4 მილიონამდე თანხის გაცემით უხეშად დაარღვიეს საბანკო სფეროში მოქმედი კანონდებლობა,” - ნათქვამია „ომეგა ჯგუფის“ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები, რიგ შემთხვევებში, ერთ უწყებაში მუშაობენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

18 ოქტომბერი, 2019 , 16:40

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ ქონებრივი დეკლარაციების შესწავლით გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში. კვლევაში წერია, რომ შემთხვევების უმე

„დაიცავი შენი შვილი“ - ანა დოლიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ სახალხო კამპანიას იწყებს

18 ოქტომბერი, 2019 , 16:40

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, პროფესორი ანა დოლიძე თანამოაზრეებთან ერთად იწყებს სახალხო კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ – „დაიცავი შენი შვილი“. ანა დოლიძემ დღეს ამ თემაზე ბრიფინ

ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები - ნათია მეზვრიშვილი

18 ოქტომბერი, 2019 , 16:40

"საკმაოდ ბევრი მიმართულებით ექსპერტის მიერ ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები",- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, სა

წლის ბოლომდე დევნილებს კიდევ 270-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა გადაეცემათ - დიმიტრი ხუნდაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 16:00

„ბოლო წლების განმავლობაში დევნილთა ბინით უზრუნველყოფის ინტენსივობა გაზრდილია, მაგრამ ამ პრობლემის მასშტაბებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილების ტემპი ვერ ეწევა მოთხოვნებს. მის საბოლოო მოსაგვარებლად დრო სასურველზე ნაკლე

სოსო ოხანაშვილს მაღალ თანამდებობებს სთავაზობდნენ - მეუფე პეტრე

18 ოქტომბერი, 2019 , 16:00

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით არაერთ სკანდალურ დეტალზე ისაუბრა გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკასთან“. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ „ციანიდის საქმე&ldq

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია. ალიანსმა, „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში, ქართულ მხარეს ავტოტრანსპორტი გადასცა. ახალი ტექნიკის გადმოცემა