უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

27 ივლისი, 2018 12:10
font-size

`ომეგა ჯგუფი` ისევ ლიდერია - ჯილდო ნაციონალურ ბიზნეს რეიტინგში სტაბილურად მოწინავე პოზიციაზე ყოფნისთვის

საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის შეფასებით, საქართველოს ლიდერი კომპანიები გამოვლინდა. საუკეთესო 20 ორგანიზაციას შორის წარდგენილი იყო „ომეგა ჯგუფი“.

რიგით 43-ე დაჯილდოებაზე პირველად გაიცა სპეციალური ჯილდო „ფერმანენთ ლიდერ“. ეს ჯილდო ,,ომეგა ჯგუფმა„ წლების განმავლობაში სტაბილურად მოწინავე პოზიციაზე ყოფნის გამო მიიღო. დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინაციაში დარგის ლიდერი გამარჯვებულად კომპანია „ოჯთ“ ( „ომეგა ჯგუფის თამბაქო“) და მის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დაასახელეს.

როგორც ,,ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის, OGT-ს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ასანიძემ განაცხადა, აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიერ გასული 5 წლის მანძილზე გაწეული შრომის აღიარება.

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო. ეს არის დიდი აღიარება ჩვენი კომპანიის მუხლჩაუხრელი შრომის, გასული 5 წლის მანძილზე. ეს არის ლიდერობა 5 წლის მაჩველებლებით ეკონომიკურ სფეროში. რა თქმა უნდა, ეს ჯილდო ძალიან ბევრს გვავალებს.

დაფუძნებიდანვე კომპანია ორიენტირებულია ახალი ტექნოლოგიების, მოწინავე გამოცდილების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე და ასევე უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფაზე. რა თქმა უნდა, ეს ჯილდო კიდევ უფრო მეტს გვავალებს ახლა“, - განაცხადა OGT-ს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ასანიძემ.

ჯილდოს მნიშვნელობაზე ისაუბრა ,,ომეგა 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ქურდაძემაც.

,,ძალიან სასიხარულოა, რომ დღესაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ კომპანიის მნიშვნელობა საქართველოსათვის, თითოეული ჩვენგანისთვის, ეკონომიკისთვის. მომავალშიც ეს ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი და მეტი წარმატება ექნება ამ კომპანიას, როგორც საქართველოში ისე, საქართველოს ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა გიორგი ქურდაძემ.

საქართველოს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგის ხელმძღვანელის, მაკა კუტუბიძის განმარტებით, დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ კომპანიები, რომლებიც ყოველთვის ხვდებიან მათ ბიზნეს რეიტინგებში.

,,მიზანი არის ის, რომ გამოვარჩიოთ ის კომპანიები, რომლებიც არიან წარმატებულები და უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ამ კომპანიების ხელშეწყობა საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა მაკა კუტუბიძემ.

დაჯილდოებას ბიზნეს სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 ნოემბერი, 2018 , 09:00

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის თვის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ასოცირებული წევრი გახდა

16 ნოემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) წევრობა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,

თბილისის მერიამ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შევიდა. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება და ის 871 მილიონი იქნება. "ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განც

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 09:00

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`