უახლესი ამბები
- 16.02.2019 19:25მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო
- 16.02.2019 17:09საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა
- 16.02.2019 17:01უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია - სურსათის ეროვნული სააგენტო
- 16.02.2019 16:57ტიფანი ბარში ვალენტინობის დღე მაზერატის განსაკუთრებულ მოდელთან ერთად აღნიშნეს
- 16.02.2019 14:20თბილისში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს
- 16.02.2019 14:20საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა
- 16.02.2019 14:20თბილისში ხეების სანიტარიული ჭრა კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება
- 16.02.2019 14:20ანაკლიასა და განმუხურში ახალი სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განახლდება
- 16.02.2019 13:42ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
- 16.02.2019 12:57დეკანოზ მამალაძის მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა - ექიმი
არქივი
სამართალი


„ომეგა ჯგუფი“ მუშაობის შეჩერებას სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს
„ომეგა ჯგუფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და მის კონტრაქტორ კომპანიას „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას“ უჩივის. „ომეგა ჯგუფი“ საჩივრის სასამართლოში შეტანას დღესვე გეგმავს.
„ომეგა ჯგუფი“ მოითხოვს, შეწყდეს კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები, რათა საწარმომ მუშაობა გააგრძელოს.
„ომეგა ჯგუფის“ საწარმო კვლავ გაჩერებულია და 1500-მდე პირი სამსახურის გარეშეა დარჩენილი.
„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი საწარმოსთვის მუშაობის შეჩერებას სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და შპს „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია“-ს უკანონო ქმედებებით, კიდევ უფრო მყარდება ჩვენი ვარაუდი: ომეგა ჯგუფის საწარმოს მუშაობის პარალიზება არის ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება იმიტომ, რომ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა უარი თქვა შეესრულებინა მისთვის წაყენებული მოთხოვნა, რაც გულისხმობდა უდანაშაულო ადამიანებისათვის ცილისწამებას არარსებული დანაშაულის ჩადენაში და საკუთარი ღირსების შემლახველი განცხადების გაკეთებას. აღნიშნული ვარაუდის მყარ საფუძველს წარმოადგენს ისიც, რომ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურმა აღადგინა ომეგა ჯგუფისათვის აქციზური მარკების მიწოდება და იმავე დღეს ფინანსთა სამინისტრომ ომეგა ჯგუფის კომპანიების დირექტორებთან შეხვედრისას მოულოდნელად შემოგვთავაზა საგადასახადო შეთანხმების თავისი პირობები, რომლებიც გაცილებით ხელსაყრელი იყო, ვიდრე ის რასაც ომეგა ჯგუფი მანამდე წელიწადნახევრის განამვლობაში ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ომეგა ჯგუფის თამბაქოს წარმოებამ დროულად და სრულად დაფარა მიმდინარე გადასახადები და ამ დროისათვის არ ერიცხება დავალიანება მიმდინარე გადასახადებში, მაგრამ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა არ გაკეთა ზემოხსენებული განცხადება, შემოსავლების სამსახურმა ყოვლად უსამართლოდ შეწყვიტა კომპანიისათვის აქციზური მარკების მიწოდება, ხოლო ფინანსთა სამინისტრო კი დადუმდა მათ მიერ შემოთავაზებული საგადასახადო შეთანხმების შესახებ,“ - განაცხადა „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა.
როგორც "ომეგაში" აცხადებენ, სამკვირიანი მუშაობის შემდეგ ომეგა ჯგუფის საწარმო კიდევ ერთხელ გააჩერეს და ისევე როგორც წინა შემთხვევებში, საწარმოს ხელოვნურად გაჩერება, კვლავაც აქციზური მარკების უკანონოდ არმიცემითგანხორციელდა.
აღდგომელაშვილის განცხადებით, კომპანიამ აქციზური მარკებისთვის საჭირო ინვოისის მოთხოვნა 12 ნოემბერს დააფიქსირა, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა, ხოლო რამდენიმე წერილზე პასუხი საერთოდ არ მიუღია.
საკვანძო სიტყვები:

თბილისში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს
16 თებერვალი, 2019 , 14:20

ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
16 თებერვალი, 2019 , 13:42

„ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“
15 თებერვალი, 2019 , 22:54

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა
15 თებერვალი, 2019 , 13:05

მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 7 768 ლარს - მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს
15 თებერვალი, 2019 , 10:40

იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი
15 თებერვალი, 2019 , 10:35