უკან

ეკონომიკა

31 იანვარი, 2017 15:50
font-size

ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აღიარეს წლის საუკეთესო ინვესტორად

ზაზა ოქუაშვილი, ცნობილი ბიზნესმენი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი, მედია ჰოლდინგი „ჯორჯიენ თაიმსის“ და საზოგადოებრივი აზრისა და საერთაშორისო ბიზნეს კვლევის ორგანიზაციის („გორბი“) მიერ ორგანიზებულ 17-ე ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო ინვესტორად აღიარეს.

ომეგა ჯგუფმა საპატიო ჟიურისგან ჯილდოები მიიღო შემდეგ ნომინაციებში: უმსხვილესი ინვესტორი, ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიები, ახალი სამუშაო ადგილები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები.

ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა ომეგა ჯგუფი 1991 წელს დააარსა და განავითარა იგი საქართველოში დღეს მოქმედ ერთერთ ყველაზე წარმატებულ და გამორჩეულ ბიზნეს კორპორაციად.

ომეგა ჯგუფი რამდენიმე კომპანიისაგან შედგება, რომელთაგან თითოეული წარმატებით მოღვაწეობს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ომეგა ჯგუფს მრავალ პროფილიანი მიმართულება გააჩნია. მისი მოღვაწეობა ბაზრის მთელ რიგ სფეროებში ფართოვდება მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების დანერგვის საფუძველზე.

ომეგა ჯგუფის სტრატეგიული ამოცანაა საქართველოს ეკონომიკის ზრდისათვის ხელშეწყობა უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებით და მსოფლიო კლასის ტექნოლოგიების ჩვენს ბაზარზე დანერგვით.

ჯგუფში შედიან:

„ოჯთ“ თამბაქოს პროდუქციის ქვეყნის ლიდერი მწარმოებელია. მისი ფაბრიკა უმაღლესი ხარისხის ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებს აწარმოებს. მათი პოპულარობის განმსაზღვრელია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად საუკეთესო გემოს მიღწევისკენ მუდმივი სწრაფვა. ამის საფუძველს წარმოადგენს კომპანიის ხანგრძლივი ტრადიციებისა და თანამედროვე, გლობალური სტანდარტების მუდმივი გამოყენების ერთობლიობა.

„ომეგა თეგი“ ჯგუფის პოლიგრაფიული საწარმოა. წარმოების თითოეულ ეტაპზე უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიღების მიზნით, სტამბა აღჭურვილია უახლესი და ყველაზე სპეციალიზირებული ტექოლოგიებით. მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული პროდუქციის ბეჭდვისა და დისტრიბუციის ხარისხის მენეჯმენტისათვის, „ომეგა თეგს“ მიღებული აქვს პრესტიჟული ISO 9001-2008 სერთიფიკატი. პოლიგრაფიის სფეროში მსოფლიო ლიდერმა კომპანია „ჰაიდელბერგმა“ 2008 წელს „ომეგა თეგი“ პარტნიორ საწარმოდ აღიარა.

„ომეგა მოტორსი“ 1999 წელს დაარსდა, როგორც ბმვ-ს იმპორტიორი კომპანია. მართალია იგი თბილისში მდებარეობს, მაგრამ საქართველოს საავტომობილო ბაზრის მოთხოვნებს მთელი ქვეყნის მაშტაბით ფარავს. მისი განსაკუთრებულად მოწყობილი ცენტრი, შოურუმის, ოფისისა და სერვის ცენტრის ჩათვლით, 2002 წლის 8 თებერვალს გაიხსნა.

ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა ბმვ, მინი, მაზერატი, ჯენერალ მოტორსი, შევროლე, ოპელი, ივეკო და ჰაიდელბერგი, „ომეგა ჯგუფმა“ საქართველოში წარმატებით მოიზიდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. „ომეგა ჯგუფის“ მიერ მოზიდული ინვესტიციები ასობით მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გარდა ამისა, „ომეგა ჯგუფს“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართულ ეკონომიკაში, როგორც მსხვილ გადამხდელს, რომლის შენატანი ბიუჯეტში 1,5 მილიარდ ლარს შეადგენს, ასევე როგორც მსხვილ დამსაქმებელს, რომელსაც მასში შემავალ კომპანიებში ქვეყნის მაშტაბით დასაქმებული ჰყავს ათასობით ადამიანი და ასობით ახალი სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი.

როდესაც ეკითხებიან, მოკლედ დაახასიათოს ბრენდი „ომეგა“ და თავის ბიზნეს მიდგომა, ზაზა ოქუაშვილი ცალსახად პასუხობს: „ადგილობრივი სიძლიერე. გლობალური ხედვა“.

ზაზა ოქუაშვილი: „საკუთარ თავს ვხედავთ როგორც ინვესტორებს, ინოვატორებს და აღმშენებლებს“

რა გეგმები აქვს „ომეგა ჯგუფს“ სამომავლოდ?

ჯგუფში შემავალი კომპანიები გააგრძელებენ წინ სვლას და თავის განვითარებას თითოეული მათგანის არსებულ სექტორში. დამატებით, მშენებლობა არის სფერო, რომელიც მინდა განვავითარო. მას მერე რაც ჩვენ უკვე ვაშენებთ ჩვენს საკუთარ ობიექტებს, ვფიქრობ, საინტერესო გამოწვევა იქნება სასტუმროების და საცხოვრებელი ბინების მშენებლობის წამოწყება.

თქვენი მომხმარებლებისათვის რა სიახლეების შეთავაზებას აპირებთ?

ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნების აღქმა არსებითად მნიშვნელოვანია. ჩვენი მარკეტინგის გუნდი უკვე ინტენსიურად მუშაობს ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ამაზე გადის მომხმარებელთა მომსახურებისაკენ მიმავალი გზა. მე ასევე მაქვს ხედვა იმისა თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ბრიტანეთში მიღებული გამოცდილება მომსახურების გაუმჯობესებისა და შემდგომი ინოვაციების განსავითარებლად.

ამის ერთერთი მაგალითი არის უმშვენიერესი სავაჭრო უბანი, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ თბილისში. ვიმედოვნებ, რომ ამ პროექტის პირველი ნაწილი აპრილში გაიხსნება.

რას გვეტყვით თქვენი საინვესტიციო გეგმების შესახებ?

ჩვენ ამჟამად ორ სფეროზე ვართ ფოკუსირებულები. ერთი არის სავაჭრო უბანი, ანუ ახალი „სავაჭრო ქუჩა“, თბილისში, რომელიც ახლა ვახსენე. მეორე არის ახალი სავაჭრო ცენტრი ბათუმში, სადაც ჩვენ გვექნება თანამედროვე შოურუმი ბმვ-ს, მინისა და სხვა პრესტიჟული საავტომობილო ბრენდებისათვის. შოურუმების გახსნა იგეგმება მომავალი წლის დასაწყისში. ჩვენი ინვესტიციები გაგრძელდება და გვაქვს გეგმები სხვა შოურუმებსა და სერვის ცენტრებთან დაკავშირებით.

როგორ შეაფასებდით მთავრობის პოლიტიკას ბიზნესის მიმართ?

მე ვხედავ, რომ მთავრობა ცდილობს ინვესტიციების მოზიდვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამგვარი ძალისხმევა გამხნევებას იმსახურებს. რაც შეიძლება მეტი პროგრესისთვის უნდა ვიყოთ მომართულები, რომ საქართველოში ჯანსაღი ბიზნეს გარემო შეიქმნას. ჩვენი ბიზნესებისა და წარმოებისათვის არსებითად მნიშვნელოვანია მოტივირება.

თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჯორჯიენ თაიმსის ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა?

ძალიან. ამგვარი ღონისძიებები იმის მაგალითია, რაზეც ახლა ვსაუბრობდი. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ბიზნესისათვის იყოს წახალისებული და მოტივირებული, რათა გაზარდოს მომსახურების სტანდარტები და იყოს კონკურენტუნარიანი. ჩემს კომპანიებს მე ვხედავ როგორც ინვესტორებს, ინოვატორებს და აღმშენებლებს; და მე მადლიერი ვარ „ჯორჯიენ თაიმსისა“ და „გორბის“, ასევე სათითაოდ ყველასი ვინც ჩართული იყო ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში, ბიზნესის წახალისების, მხარდაჭერისა და კონკურსში მონაწილეობის საშუალებისათვის.

გაზეთი “ The Georgian TIMES”, იანვარი, 2017

გალტ & თაგარტმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე კონფერენცია გამართა

22 თებერვალი, 2019 , 14:35

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციას ესწრებოდნენ ენერგეტიკის დარგში მომუშავე კერძო და საჯარო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო საფი

„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერეა თბილისშიც“ გაიხსნა

21 თებერვალი, 2019 , 18:28

 „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელი საქართველოში განვითარებას განაგრძობს და მორიგ  რესტორანს სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ ხსნის.  „ვენდი“ „გალერეა თბილისში&l

„თიბისი ბანკის“დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განმარტებას აკეთებს

21 თებერვალი, 2019 , 18:19

საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისი ბანკთან დაკავშირებით მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს: “ეროვნული ბანკის საქმიანობა ემსახურება საფინანსო სექტორში ინვესტორთა ინტერესების მაქსიმალურად

ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს

21 თებერვალი, 2019 , 15:50

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპები საკუთარი პრო

ეროვნული ბანკის და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება

21 თებერვალი, 2019 , 11:44

თიბისი ბანკთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი ერთობლივ განცხადებას აკეთებენ: ბოლო დღეების განმავლობაში, დეტალურად ვიხილავდით თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენებს, რაზეც გვინდა გ

მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეშვეობით მიიღებს - ნათია თურნავა

21 თებერვალი, 2019 , 11:10

საქართველო მხარს უჭერს სამხრეთის გაზის კორიდორის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი აღნიშნული კორიდორის მეშვეობით მიიღებს. პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლ