უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 ნოემბერი, 2018 11:20
font-size

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგ ვიდეოჩანაწერები ვრცელდება (ვიდეო)

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ ახალ ფარული ვიდეომასალას ავრცელებს, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი და "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ექვს ვიდეო ფაილში იმ საუბრის ცალკეული ეპიზოდებია აღბეჭდილი, რომელიც სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანსა და „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების დირექტორებს ნიკოლოზ ასანიძესა და გიორგი ქურდაძეს შორის გაიმართა.

"პოსტსკრიპტუმისთვის" მოწოდებული კიდევ ოთხი ვიდეო ფაილისგან განსხვავებით, ამ კონკრეტული ეპიზოდის აუდიო ვერსია, უკვე გასაჯაროებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ "ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანია "ოჯთ"-ის დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე ლევან ყიფიანთან შემდგარ, მსგავსი შინაარსის საუბარს ადასტურებდა, აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ მისი ავთენტურობის მიმართ „ქართული ოცნების“ დეპუტაცია, სკეპტიკურად იყო განწყობილი.

მომდევნო ვიდეოფაილის ქრონომეტრაჟი 17 წამია. ჩანაწერში ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილს სახელს ახსენებს და „ომეგა ჯგუფის“ წევრებს ესაუბრება ბიჭებზე, რომლებმაც TBC ბანკიდან ოთხი მილიონი ლარის გატანის ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს, ხარჯი გასწიეს და ამიტომ უნდა დასაჩუქრდნენ.

მეხუთე ეპიზოდშიც TBC ბანკიდან ფულის გატანის დეტალებზეა საუბარი. ლევან ყიფიანი იხსენებს, როგორ ურეკავდა ჯერ გიორგი გახარიას, მოგვიანებით კი ოთარ ფარცხალაძეს, რათა მათ ბანკის დირექტორებზე ზეწოლა განეხორციელებინათ და ოთხ მილიონიანი ოპერაცია, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ განმარტებით, ბევრი მიზეზის გამო უკანონო იყო, წარმატებით დასრულებულიყო.

მეექვსე ვიდეო ფაილში, ფარცხალაძესათან ჩხუბის დაწყების მიზეზზეა საუბარი.

საკვანძო სიტყვები:

მცდარია განცხადება, რომ მეუფე იაკობს ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის ბოდიშის მოხდა დაევალა - თბილისის საქალაქო სასამართლო

11 დეკემბერი, 2018 , 17:50

თბილისის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ ქორეპისკოპოს იაკობს ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის არა ბოდიშის მოხდა, არამედ მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქორეპისკოპოს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი დააკავა

11 დეკემბერი, 2018 , 16:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბ

პაატა ბურჭულაძის სარჩელი, რომლითაც ის კობა დავითაშვილს უჩივის, თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებით განხილვაში გადაეცა

11 დეკემბერი, 2018 , 16:15

პაატა ბურჭულაძის სარჩელზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა. სარჩელი, რომლითაც ის კობა დავითაშვილს უჩივის, თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებით განხილვაში გადაეცა. პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილს ცილი

დიდუბის მეტროსთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაკავებულ პირი გატაცებული მანქანით მოძრაობდა

11 დეკემბერი, 2018 , 15:10

თბილისში, დიდუბის მეტროსთან ახალგაზრდა მამაკაცმა გაჩერებული ავტომობილი იმ დროს გაიტაცა, როდესაც მფლობელი მანქანიდან გადმოვიდა და ჩასარიცხ აპარატთან შეჩერდა. შემთხვევა დღის 12:00 საათისთვის მოხდა.  გამტაცებელმა

ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და 1 ლარის გადახდა დაეკისრა

11 დეკემბერი, 2018 , 15:10

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც ის ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. რამიშვილის ინფორმაციით, მოსამართლე ირაკლი კოპა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი ამოიღო

11 დეკემბერი, 2018 , 13:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`