უკან
საზოგადოება
11 სექტემბერი, 2018 11:15
`ომეგა ჯგუფის` შეთავაზება ფინანსთა სამინისტრომ არ მიიღო
,,ომეგა ჯგუფი“ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც წერია, რომ შეთავაზებული გრაფიკი, რომლის მიხედვითაც არსებული დავალიანებიდან 10 მილიონი ლარი დაიფარებოდა 4 თვეში, ფინანსთა სამინისტრომ არ მიიღო.
ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნაა, რომ 20 მილიონი ლარი გადახდილ იქნას 2 კვირაში, რაც როგორც ,,ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, ყოვლად შეუძლებელია ნებისმიერი კომპანიისთვის.
ამის გამო, ფინანსთა სამინისტროს შეჩერებული აქვს ფაბრიკის მუშაობა და უმუშევრად დარჩენა ემუქრება ,,ომეგა ჯგუფის“ 1 500-მდე თანამშრომელს და მათ შორის ტელეკომპანია ,,იბერიას.“