უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 სექტემბერი, 2018 10:50
font-size

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის დირექტორები დღეს პროკურატურაში გამოიკითხებიან

თბილისის პროკურატურაში გამოკითხვის მიზნით, მოწმის სახით გამოძახებული არიან „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სამი კომპანიის დირექტორები. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას ცნობით, აღნიშნული პირები საგამოძიებო ორგანოში დღეს გამოცხადდებიან.

დღეს საგამოძიებო უწყებაში ყველა ის პირია დაბარებული, რომლებზეც სავარაუდოდ ზეწოლა მიმდინარეობდა. ადვოკატის ინფორმაციით, რა სახის იყო ეს ზეწოლა და კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა ამ პროცესში, დეტალურ ინფორმაციას ამის შესახებ გამომძიებლებს კომპანიის წარმომადგენლები მიაწვდიან.

„„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორები დაბარებულები არიან ქალაქ თბილისის პროკურატურაში. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ამ საქმეზე გამოძიებას მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. აღნიშნული პირები თუ რაიმე ინფორმაციას ფლობენ ამასთან დაკავშირებით ისინი მაქსიმალურად ითანამშრომლებენ, მიაწვდიან ინფორმაციას,“-აცხადებს ტელეკომპანია „იბერიას“ ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურამ გამოძიება 2018 წლის 12 სექტემბერს დაიწყო. აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს თან დაერთო ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით დამატებით გავრცელდა.

ფოთში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს

4 ივლისი, 2020 , 17:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამ

თბილისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

4 ივლისი, 2020 , 10:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს, ტერიტორიაზე

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი დავით ჭაკუას ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო

3 ივლისი, 2020 , 14:45

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ქართულ მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მო

სვანეთში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

3 ივლისი, 2020 , 11:30

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპა

ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს

3 ივლისი, 2020 , 11:30

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის

ფოთში 43 წლის მამაკაცი მოკლეს

3 ივლისი, 2020 , 00:22

ფოთში 43 წლის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობები მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. „ჩვენს კლინიკაში „112“-ის ბრიგადამ შემოიყვანა მამაკაცი. მას აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე