უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ივნისი, 2018 11:40
font-size

„ომეგა მოტორ ჯგუფი“ საქართველოში პირველ პრემიუმ კლასის საავტომობილო ქუჩას ხსნის

დღეს, „ომეგა მოტორ ჯგუფი“ საქართველოში პირველ პრემიუმ კლასის საავტომობილო ქუჩას გახსნის. ქუჩაზე, ერთ სივრცეში, განთავსებული იქნება სხვადასხვა საავტომობილო ბრენდის შოურუმი (BMW, MINI, General motors , Maserati, Bentley, cadillac), ასევე, ყველა სახის საავტომობილო მომსახურება, მაღალი კლასის კაფე-რესტორნები, რეკრეაციული ზონა, სასტუმრო, ჰიპერმარკეტი. ეს თბილისის პირველი ავტო ქუჩა იქნება.

როგორც „ომეგა მოტორ ჯგუფში“ აცხადებენ, პროექტის მიზანი საქართველოში საავტომობილო ბაზრის განვითარება, ევროპული სტანდარტების დამკვიდრება და მსოფლიოს ბაზარზე არსებული სიახლეების საქართველოში დანერგვაა.

შეგახსენებთ, რომ „ომეგა მოტორ სითის“ ფარგლებში „ომეგა ჯგუფმა“ განახორციელა 48 980 400 ლარის ინვესტიცია, სამომავლოდ იგეგმება 43 218 000 ლარის ინვესტირება. კომპანიის მონაცემებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 800 ადამიანი დასაქმდება.

„ომეგა მოტორ სითი“ საზეიმო გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას, დააგემოვნონ ქართული ღვინო, დაათვალიერონ ქუჩაზე არსებული ავტოშოურუმები.

ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფოს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და დიპლომატიური კორპუსი.

„ომეგა მოტორ ჯგუფი“, რომელიც ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა დააარსა, საქრთველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა. გარდა ავტომობილებისა, კომპანია მომხმარებელს სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს. კომპანია მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც მრავალწლიანი წარმატების გზა განვლო დღეს, საავტომობილო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და საქართველოში არაერთ წამყვან ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს. კომპანია საქართველოს ბაზარზე, მაღალი ტექნოლოგიების მქონე ავტომობილების მიწოდებას უზრუნველყოფს.

კომპანია დღეისათვის, ხუთი უმსხვილესი ბრენდის წარმოდგენილია: „ომეგა მოტორსი“- BMW და MINI , General motorsi, Maserati, Bentley, თითოეულ ბრენდს გააჩნია ტექნიკური მომსახურების ცენტრი, სერვის ცენტრები აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი