უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

6 ივნისი, 2018 14:55
font-size

„ომეგა მოტორ ჯგუფმა“ საქართველოში პირველი პრემიუმ კლასის საავტომობილო ქუჩა გახსნა

„ომეგა მოტორ ჯგუფმა“ საქართველოში პირველი პრემიუმ კლასის საავტომობილო ქუჩა გახსნა.

აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრზე ,,ომეგა მოტორს ჯგუფმა“ ინოვაციური კონცეფციის პროექტი - ,,ომეგა მოტორს სითი“ წარადგინა.

,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა ლენტი საზეიმო ვითარებაში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებში, მარკ პრიჩარდთან ერთად გაჭრა.

ერთ სივრცეში, ერთ ქუჩაზე განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი, სხვადასხვა საავტომობილო ბრენდის შოურუმები (BMW, MINI, General motors , Maserati, Bentley, cadillac), ასევე, ყველა სახის საავტომობილო მომსახურება, რეკრეაციული ზონა. ეს თბილისის პირველი ავტო ქუჩაა.

როგორც „ომეგა მოტორ ჯგუფში“ აცხადებენ, პროექტის მიზანი საქართველოში საავტომობილო ბაზრის განვითარება, ევროპული სტანდარტების დამკვიდრება და მსოფლიოს ბაზარზე არსებული სიახლეების საქართველოში დანერგვაა.

,,სულისკვეთება არის, რომ საქართველოს განვითარებასა და წინსვლაში ვიყოთ მონაწილენი. ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ამ სულისკვეთებით. გვაქვს გამოცდილება უცხოეთში, კერძოდ ბოლო პერიოდში ინგლისში, ცხოვრების, მუშაობის, მოღვაწეობის. ამიტომ, სულისკვეთებაა, რომ ეს ჩვენი გამოცდილება, ჩემი გამოცდილება მოვახმარო ქვეყანას, ჩემს საქართველოს, ჩემს თბილისს.

საავტომობილო ქუჩა არის სიახლე. 5 მოწინავე საავტომობილო ბრენდი გვყავს და მალე იქნება 9 ბრენდი. პირველი იყო ,,ომეგა მოტორსი,“ რომელმაც ამ ქუჩაზე გახსნა ბე-ემ-ვეს შოურუმი, მანამდე შოურუმები არ არსებობდა. ეს იქნება არამარტო საავტომობილი ბიზნესი, არამედ აქ იქნება სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, სპორტულ-გამაჯანსარებელი ცენტრი, რესტორანი, კაფე და სხვა.

ასე რომ, გამოვიწვევთ თეთრ კონკურენციაში სხვა ბრენდებს, რომ ასე სიღრმეში გააკეთონ ქუჩები და განავითარონ ბიზნესი.“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

თავის მხრივ, როგორც მარკ პრიჩარდმა აღნიშნა, ეს არის ფანტასტიური დღე ბრიტანულ-ქართული ინვესტიციებისთვის.

,,თბილისის ამ ნაწილისთვის ეს არის უდიდესი ინვესტიცია. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მოხდება ამ ტერიტორიის გაცოცხლება. ეს ადგილი რუკაზე თავის ადგილს დაიკავებს. ეს არის ფანტასტიური დღე ბრიტანულ-ქართული ინვესტიციებისთვის“, - განაცხადა მარკ პრიჩარდმა.

„ომეგა მოტორ სითი“ საზეიმო გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ცოცხალი მუსიკისთვის, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, დაეთვალიერებინათ ქუჩაზე არსებული ავტოშოურუმები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფოს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და დიპლომატიური კორპუსი.

შეგახსენებთ, რომ „ომეგა მოტორ სითის“ ფარგლებში „ომეგა ჯგუფმა“ განახორციელა 48 980 400 ლარის ინვესტიცია, სამომავლოდ იგეგმება 43 218 000 ლარის ინვესტირება. კომპანიის მონაცემებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 800 ადამიანი დასაქმდება.

„ომეგა მოტორ ჯგუფი“, რომელიც ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა დააარსა, საქრთველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა. გარდა ავტომობილებისა, კომპანია მომხმარებელს სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს. კომპანია მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც მრავალწლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს საავტომობილო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და საქართველოში არაერთ წამყვან ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს.

კომპანია საქართველოს ბაზარზე, მაღალი ტექნოლოგიების მქონე ავტომობილების მიწოდებას უზრუნველყოფს. კომპანია დღეისათვის, ხუთი უმსხვილესი ბრენდით არის წარმოდგენილი: „ომეგა მოტორსი“- BMW და MINI , General motorsi, Maserati, Bentley. თითოეულ ბრენდს გააჩნია ტექნიკური მომსახურების ცენტრი. სერვის ცენტრები აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი