უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 თებერვალი, 2016 16:00
font-size

,,ომეგა ჯგუფს’’ დიმიტრი ქუმსიშვილი სტუმრობდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ,,ომეგა ჯგუფს’’ სტუმრობდა.

მინისტრმა დაათვალიერა კომპანიის თამბაქოს ფაბრიკა და სტამბა და პირადად გაეცნო წარმოების პროცესს.

მასპინძლობას დიმიტრი ქუმსიშვილს ,,ომეგა ჯგუფის’’ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი უწევდა.

როგორც ვიცე-პრემიერმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ,,ომეგა ჯგუფი’’ არის ძალიან დიდი ჯგუფი, რომელსაც წლების განმავლობაში მილიარდნახევარზე მეტი ლარი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი და დღეს 2 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

,,ჩვენ ძალიან ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე ახალ წარმოებებს, თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ტრადიციული წარმოებები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ასევე არის წასახალისებელი.

დღეს, ჩვენ ვნახეთ მაღალტექნოლოგიური წარმოება, რომელიც არაერთ პროდუქტს უშვებს და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აქ არის მიღებული წარმოების კიდევ უფრო გაფართოებასა და განვითარებაზე. მნიშვნელოვანი არის თამბაქოს პირველად გადამუშავებაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ქართველ გლეხებს მისცემს საშუალებას, რომ თამბაქოს წარმოება განავითარონ ჩვენს ქვეყანაში და შემდგომ უკვე ამ თამბაქოთი მოხდეს სიგარეტის წარმოება.

სამწუხაროდ, ადამიანები ისევ ეწევიან თამბაქოს, რომ არ ეწეოდნენ უკეთესი იქნება, მაგრამ კარგია, როდესაც წარმოება არის საქართველოში და როდესაც, ქართველი ადამიანი საქმდება და იღებს ხელფასს.

მინდა, წარმატებები ვუსურვო ,,ომეგა ჯგუფს.’’ ეს არის ასევე ჯგუფი, რომელსაც შემოჰყავს ისეთი ავტომობილები, როგორიცაა: ბეემვე და სხვა ცნობილი ბრენდები’’, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

,,ომეგა ჯგუფის’’ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრემიერს სტუმრობისთვის და წარმოებასა და მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“მისასალმებელია, რომ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა შეიძლება იყოს მთავრობასა და წარმოებას შორის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, საქართველოს მომავლისთვის. ამ დროს წარმოებას, მეპატრონეებს, ხელმძღვანელობას აქვთ მეტი სტიმული, მეტი მოტივაცია, ხელშეწყობა, საშუალება რომ გაკეთდეს მეტი ინვესტიცია, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, განავითაროს და მიყვეს იმ თანამედროვე ციფრულ ტექნიკას, რაც გვაქვს.

როგორც თქვა თავად ბატონმა მინისტრმა, წახალისება და მხარდაჭერა საჭიროა არამარტო ახალ წარმოებებთან, არამედ იმასთან, რომელიც ტრადიციულად არსებობს უკვე. ვარსებობთ 1999-2000 წლიდან. რომელიც არსებობს, იმას უნდა განვითარება, თუნდაც მაგალითად, მანქანები ძველდება, მას უნდა შეცვლა, ინვესტიცია და ასე შემდეგ’’, - აღნიშნა ოქუაშვილმა და მედიის წარმომადგენლებს წარმოებაში დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო, კერძოდ, ის, რომ კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს, თუთუნის ადგილობრივად წარმოებას.

,,დამატებით გეტყვით კიდევ, რომ გვაქვს გეგმაში პირველადი წარმოება, რომ თუთუნი აქვე ადგილზე დამზადდეს და დასაქმდნენ ფერმერები, ჩვენი გლეხები. ჩვენ უკვე შედგენილი გვაქვს პროექტი და უახლოეს მომავალში მოგახსენებთ’’, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი


კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი