უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 სექტემბერი, 2018 17:35
font-size

ომეგას ირგვლივ განვითარებულ სიტუაციის თაობაზე ჩვენ არაფერი არ ვიცით - ადა მარშანია

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ადა მარშანიამ მისი თანაგუნდელის, ნატო ჩხეიძის მიერ ფრაქციიდან წასვლაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამის შესახებ „რუსთავი 2“-ისგან გაიგო.

ადა მარშანიამ არ იცის, რა ბედი ელის ფრაქციას. მარშანიას განცხადებით, ნატო ჩხეიძესთან შეხვედრა ჯერ არ ჰქონიათ და შესაბამისად, მოლაპარაკებები არ გამართულა.

„ჩვენთვის ეს იყო მოულოდნელი ფაქტი, ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდით, შევიტყვეთ თქვენი გენიალური ტელევიზიიდან. რატომ დატოვა, არ ვიცით, რა მიზეზით, არ ვიცით, ალბათ, დღის განმავლობაში გავიგებთ,“ - განაცხადა მარშანიამ.

„ომეგა ჯგუფსა“ და „ტვ იბერიასთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას მარშანიამ აღნიშნა, რომ ბიზნესზე ზეწოლა მუდმივად ხორციელედება.

„ომეგას ირგვლივ განვითარებულ სიტუაციის თაობაზე ჩვენ არაფერი არ ვიცით, დეტალებზე არაფერი არ ვიცით. ვიცით, რომ ზოგადად, იყო ზეწოლა "ომეგა ჯგუფზე", როგორც საერთოდ არის ზეწოლა ბიზნესზე, უბრალოდ, ვის, როგორი ფორმით აწვებიან. ერთ-ერთი დასტური, ცხადია, ეს ფარული ჩანაწერებია.

ზოგადად მინდა გითხრათ, დღესაც გრძელდება ზეწოლა ბიზნესზე, ოღონდ სხვადასხვა ფორმით. ზოგი ზეწოლა ხმიანდება და ხმაურდება, ზოგი არა. ამ შემთხვევაში გახმაურდა, იმიტომ რომ წინააღმდეგობას შეხვდნენ. ბიზნესის ცხოვრება გართულებულია, რადგან „ომეგა ჯგუფს“ ჰყავდა ტელევიზია, რომელსაც ის აფინანსებდა. ამითაა გართულებული ამ ბიზნესის ცხოვრება“,- განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა კონკრეტული პირების დაინტერესებას ამ საქმეში,მარშანიამ ბიძინა ივანიშვილსა და უჩა მამაცაშვილზე მიუთითა.

„თქვენ რა გგონიათ, ჩვენ გვარების დასახელებისგან თავს ვიკავებთ როდესმე, თუ რა. როგორც არ მოგვწონს თქვენი ტელეკომპანია „რუსთავი“, ისევე არ მოგვწონს ზეწოლა ბიზნესზე და ასევე ვხედავთ და დიდი ეჭვი გვაქვს და ძალიან ზედაპირზეა ეს ყველაფერი, რომ ინტერესი არის ზუსტად, რომ ბატონი ივანიშვილის და ზუსტად, რომ მისი ნათესავის მამაცაშვილის და იმის იმედიც არ გვაქვს ჩვენ, რომ ან პროკურატურა ან ჩვენი სახელოვანი სასამართლო მურუსიძის თამადობით, რამე ჭეშმარიტებას დაადგენს“, - განაცხადა მარშანიამ.

გიორგი გახარია აშშ-ში ადამ კინზინგერს შეხვდა

24 ივნისი, 2021 , 16:39

პარტია „საქარათველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია რესპუბლიკელ კონგრესმენს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეს ადამ კინზინგერს შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით,

19 აპრილის შეთანხმებაში საგზაო რუკა მოიცავს მოსამართლეების დანიშვნის დაპაუზებას, ვიდრე არ იქნება ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე - კელი დეგნანი

24 ივნისი, 2021 , 16:22

საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განხორციელდეს ქვეყნის მისწრაფება ნატო-ში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნ

გუშინდელი ჩემი განცხადება ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ - მამუკა ხაზარაძე

24 ივნისი, 2021 , 15:05

გუშინდელი ჩემი განცხადება ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ, არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია, – ა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხს ოქტომბერში მივუბრუნდებით - ირაკლი კობახიძე

24 ივნისი, 2021 , 14:55

 პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხს პარლამენტი ოქტომბერში მიუბრუნდება.

შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეებთან მიმართებით სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც „კლანის“ არსებობას უწყობს ხელს - სალომე სამადაშვილი

24 ივნისი, 2021 , 12:06

შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეებთან მიმართებით ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც „კლანის“ მუშაობას და მის არსებობას უწყობს ხელს, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნ

პარლამენტმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

24 ივნისი, 2021 , 11:32

საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი