უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 დეკემბერი, 2016 16:45
font-size

ონკოლოგიური დაავადების უახლესი აპარატურით მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს

თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაათვალიერა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საქართველოში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით იქნება შესაძლებელი, რაც სამიზნე უბნის მაღალი სიზუსტით დასხივებისა და გამოჯანმრთელების დიდ შესაძლებლობას იძლევა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან თანამშრომლობის შედეგად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი პარტნიორობის მოდელით, შესაძლებელი გახდა თანამედროვე აპარატურის შეძენა, რის შედეგადაც, პაციენტებს სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრება აღარ მოუწევთ. უახლესი აპარატურით მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

„ეს არის ისეთი აპარატურა, რომელიც არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს. ის, რის გამოც ჩვენს თანამემამულეებს უწევდათ საკუთარი ქონების გაყიდვა, ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთის აღება, დღეს შესაძლებელია საქართველოში. ეს პროგრამა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა ნამდვილად არის ადამიანი, რომლითაც ყველამ უნდა ვიამაყოთ. იგი 1990 წელს ჩამოვიდა საქართველოში, ამ კლინიკაში ინვესტირებული აქვს 34 მილიონი ევრო და ეს მართლაც ძალიან მისასალმებელი საქმეა, რადგან, მოგეხსენებათ, სახლში საკუთარი კედლებიც კურნავს ადამიანს“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერის პაარატის ინფორმაციით, ახალ კორპუსში, რომლის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა, პაციენტებს უახლესი აპარატურით - ორი სხივური ამაჩქარებლით, რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით და ბრაქითერაპიის აპარატით მოემსახურებიან. უახლესი ტექნოლოგიები, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაცვით, სიმსივნური უბნის დიდი სიზუსტით, მაქსიმალური დასხივებისა და გამოჯანმრთელების დიდ შესაძლებლობას იძლევა.

საქართველო: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი

12 ივლისი, 2020 , 11:18

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov,ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

12 ივლისი, 2020 , 10:05

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები შიდა ქართლში, ქარელში შეინიშნებოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასა

დღეს პეტრე-პავლობაა

12 ივლისი, 2020 , 07:50

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მო

აფინანსებს თუ არა გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ აქტივობებს ვანო ჩხარტიშვილი

12 ივლისი, 2020 , 00:17

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში თქვა, რომ “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ნამდვილად არის მისი ნათესავი და მასთან, როგორც ნათესავთან, ისეთი ურთიერთობა აქვს. ჟურნალისტ ი

სააკაშვილმა თქვა, ბებიაჩემმა წუხელ მკითხა, ჩემი ანაბრები სად არისო – ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:56

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ანაბრების შესახებ ისაუბრა და განცხადა, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოს ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე რამე გავლენა მოეხინდა.  „ჩემთვის ეს ძალიან მძ

„თიბისი ბანკი“ პროკურატურის კრიმინალური ქმედების გამტარი იყო - ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:34

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს, „თიბისი ბანკი“ იყო „ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის კრიმინალური, დანაშაულებრივი ქმედების გამტარი“. ამის შესახებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე